ვის ერგო მეგან მარკლის საქორწინო თაიგული ქორწილის შემდეგ?

  • funtime.ge
  • 26 მაისი 15:22, 2018 წელი

უინძორების პატარძალს ხელში მცირე ზომის, ნაზი თაიგული ეჭირა, რომელიც 6 სახეობის ყვავილით იყო შექმნილი. რატომ შეირჩა კონკრეტულად ეს ყვავილები და ვის ერგო ეს ულამაზესი თაიგული, ძალიან საინტერესო ამბავია!

ასტილბა: ერთგულებისა და თმენის სიმბოლო - „რაც არ უნდა მოხდეს, მე შენ დაგელოდები“.


შროშანა: მაისის ყვავილი, რომელიც სიყვარულის სიტკბოსა და ბედნიერების სიმბოლოა.


ასტრანცია: ძალის, მამაცობისა და დაცვის სიმბოლო.


კესანე: პრინცესა დიანას საყვარელი ყვავილი.


მირტი: ეს მცენარე საქორწილო თაიგულში დედოფალ ვიქტორიას ეპოქის შემდეგ გვხვდება. ის სიყვარულისა და ქორწინების სიმბოლოა.


ცერცველა: სინაზისა და სიამტკბილობის სიმბოლო.


ბევრს აინტერესებს, პრინც ჰარისა და მეგანის ქორწილის სტუმრებიდან რომელმა შეძლო პატარძლის თაიგულის დაჭერა. უნდა ვაღიაროთ - არავინ. უინძორის სასახლის საქორწილო ტრადიციები რამდენადმე განსხვავებულია. პატარძლის მოხდენილი თაიგული ქორწილის შემდეგ საფლავზე აღმოჩნდა.
თუმცა სჯობს, ყველაფერი რიგის მიხედვით გიამბოთ.


მეგან მარკლს სამეფო ტრადიცია არ დაურღვევია - მან, ისევე როგორც დედოფალმა ელისაბედ II-მ, პრინცესა დიანამ და ქეით მიდლტონმა საქორწილო თაიგულისთვის თეთრი ფერის ყვავილები შეარჩია. ზოგი მათგანი პრინცმა ჰარიმ კენსინგტონის სასახლის „თეთრ ბაღში“ საკუთარი ხელით მოკრიფა.


როცა საქორწილო ცერემონიალი სრულდება, პრინცესა თაიგულს ზურგს უკან არ ისვრის. თაიგული უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მიაქვთ.


ეს ტრადიცია 100 წლის წინათ ლედი ელიზაბეთ ბოუზ-ლიონმა (გეორგ VI-ის მეუღლე) დააარსა. თავისი ქორწილის დღეს ვესმინსტერის სააბატოში შესვლის შემდეგ მან თაიგულით უცნობი ჯარისკაცის საფლავი შეამკო და ამით ძმის, ფერგიუსის ხსოვნას პატივი მიაგო. მისი ძმა 1915 წელს ლოოსთან ბრძოლაში დაიღუპა.


მეგანმაც დაიცვა ეს ტრადიცია და ვარდისფერი ლენტით გადახვეული თავისი თაიგული უცნობი ჯარისკაცის საფლავის ქვაზე დატოვა. ის იქ დარჩება, სანამ არ დაჭკნება.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge