„ეს, უბრალოდ, სიყვარულია“ - რა ხდება პორნოფილმების კულისებში (15 ფოტო)

  • funtime.ge
  • 24 მაისი 11:13, 2018 წელი

„მივხვდი, რომ ეს ინდუსტრია ისეთივეა, როგორც ნებისმიერი სხვა, და რომ აქ ადამიანები საკუთარი საქმით ისევე არიან გატაცებულები, როგორც ჩვენ ჩვენი საქმიანობით“. 

ამბობს პროფესიონალი ფოტოგრაფი სოფი ებრადი და პორნოსამყაროს შესახებ საკუთარ ვერსიას გვთავაზობს.


სოფი ებრადიმ საქმიანობა სარეკლამო კომპანიაში დაიწყო - სხვადასხვა ბრენდებს იღებდა, თუმცა, ეს ხელს არ უშლიდა, პარალელურად პირად პროექტებზეც ემუშავა.


„ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ნიუ-ფოტოგრაფია, მაგრამ, ვინაიდან ამ ჟანრში ჩემს მეგობრებს ვიღებდი, მათი ფოტოების გამოფენა უხერხული იყო. ამიტომ გადავწყვიტე სვინგერების (თავისუფალი სექსის მიმდევარი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით ცოლქმრულ წყვილებთან ან ერთდროულად ორივე სქესის რამდენიმე პარტნიორთან ურთიერთობს) წვეულებაზე წასვლა. მართალია, მცირეოდენი შოკი მივიღე, ვნერვიულობდი, მაგრამ შევეცადე, დავმშვიდებულიყავი. თითქმის ორი საათი ვიჯექი და ვაკვირდებოდი, როგორ კავდებიან ადამიანები სექსით. ეს იყო, უბრალოდ, ბრწყინვალე. ვუყურებდი, როგორ მოძრაობდა სხეული და ეს იყო ულამაზესი სანახაობა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მსურდა პროექტის გაკეთება“, - ჰყვება ფოტოგრაფი.


სწორედ ამ წვეულებაზე გაიცნო სოფიმ პორნოფილმების რეჟისორი, რომელმაც ფოტოგრაფი ფილმის გადაღებაზე მიიწვია. შეთავაზება საკმაოდ მაცდური აღმოჩნდა. უარის თქმა რთული იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ სოფი უკვე პორნოფილმის გადასაღები მოედნის კულისებში მუშაობდა, როგორც არაოფიციალური ფოტოგრაფი. 
„ეს, უბრალოდ, სიყვარულია“ - ეს არის პორნოინდუსტრიის კვლევა. მასზე მუშაობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ დამეყენებინა ადამიანები ობიექტივის წინ და მათი ადამიანური მომენტები დამეფიქსირებინა. ეს არის ურთიერთქმედება თანამოაზრეებთან; საქმიანობის ტიპი გამომუშავების მიზნით და პროფესია, რომელიც სიამოვნებას განიჭებს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა“, - ჰყვება ფოტოგრაფი.


 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge