გრძელი მარშრუტები უქმდება, მგზავრობის დრო და ფასი გაიზრდება

  • რეზონანსი
  • 23 მაისი 10:40, 2018 წელი

თბილისში მორიგი დიდი სატრანსპორტო ცვლილება იგეგმება. ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციისპროექტზე უკვე საუბარი დაიწყეს.

საუბარი მიდის არსებული გრძელი სამარშრუტო ხაზების გაუქმებაზე. დადგინდებს მგზავრთა გადაჯდომის ადგილები. მიკროავტობუსის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ იდეა გამართლებული არ არის და ამ შემთხვევაში მგზავრობის როგორც დრო, ასევე ღირებულებაც გაორმაგდება. მგზავრები კი ამას ნამდვილად ვერ გაუძლებენ.


არის დადებითი ცვლილებებიც. მეტროსა და ავტობუსებში არსებული სატრანსპორტო შეღავათი, შესაძლოა, მიკროავტობუსებზეც გავრცელდეს. საქმე ეხება საათნახევრიან შუალედს, როდესაც მგზავრები უფასოდ გადაადგილებას ახერხებენ. 


სამარშრუტო მიკროავტობუსებში დაანონსებული ცვლილება, მგზავრებისთვის ხარჯის მკვეთრად გაზრდას და სამგზავრო დროის გაორმაგებას გამოიწვევს. დიდუბის ავტოსადგურის წარმომადგენელი ნესტორ მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ როგორც საქალაქთაშორისო, ასევე შიგა გადაადგილების ტრანსპორტისთვის მსგავსი ცვლილება ქაოსური იქნება. 

წყარო: რეზონანსი