23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 22 მაისი 22:45, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ეს დღე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდება. ოჯახური ურთიერთობა ჰარმონიული იქნება და დიდ სიხარულს მოგანიჭებთ. ბავშვებმა არ უნდა მოიწყინონ. თაობებს შორის ურთიერთგაგება შესაძლებელია. ვარსკვლავები არ გირჩევენ, ვინმეს მოვალეობა დააკისროთ ან სხვისი მოვალეობა თქვენ შეასრულოთ. არ დადოთ ფიცი და არ აიღოთ პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე. დაასრულეთ დაწყებული საქმეები.



კურო
ვარსკვლავები სასიხარულო მოვლენებს გიწინასწარმეტყველებენ, ოჯახში ბედნიერი ცვლილებები გელოდებათ. დიდი ალბათობით, ოჯახში მატება იქნება. რაც შეიძლება ხშირად მოაწყვეთ ოჯახური, დიდი დღესასწაულები: ეს ნათესაური კავშირის სიმტკიცესა და მათ მხარდაჭერას გაგრძნობინებთ.



ტყუპები
დღე ქალურ დასაწყისთან ასოცირდება. ქალები პირადი პრობლემების გარკვევაში დაგეხმარებიან. ძველი მეგობრები და ძველი სიყვარული, ასევე, შესაძლოა, მოულოდნელად დაგიბრუნდეთ. სიყვარულის ეპიცენტრში აღმოჩნდებით. მოგწონთ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, მაგრამ თქვენთვის აუცილებელია გაამართლოთ სანდო ურთიერთობა ახლობლებთან.



კირჩხიბი
ოჯახი, სახლი, მშობლები და შვილები ამ დღეს თქვენი ყურადღების ცენტრში მოექცევიან. ბავშვებმა შესაძლოა, თავიანთი ფინანსური პრობლემებით დაგტვირთონ. სხვათა შორის, მეუღლე უკვე დიდი ხანია, ელოდება თქვენგან ყურადღებას. სხვათა შორის, მასზეა დამოკიდებული თქვენი ქცევაც და დროსტარებაც.



ლომი
ვარსკვლავები მშვიდ დასვენებას გირჩევენ, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ. კარგი იქნება, თუკი სამსახურში ინტელექტუალური საქმეებით დაკავდებით. მეგობრებთან შეხვედრა სიხარულს მოგანიჭებთ. დაკავდით კულტურული ცოდნის ამაღლებით, შეისწავლეთ უცხო ენები, წაიკითხეთ ან დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება ხელოვნებას.



ქალწული
დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ მეუღლისგან აბსოლუტურად განსხვავებული აზრები და ხედვა გაქვთ, რაც უარყოფითად აისახება ბავშვების აღზრდაზე. როგორც არ უნდა გაგირთულდეთ ურთიერთობა, არ ენდოთ „კეთილისმსურველების“ ინფორმაციებს. მათი მოსმენის დროს იმოქმედეთ ისე, როგორც საკუთარი ინტუიცია გიკარნახებთ.



სასწორი
ამ დღეს საოცრად ენერგიული იქნებით. კარგი დღეა სპორტული აქტივობებისთვის, ქალაქგარეთ გასვლისთვის ან ავტომობილის მართვის დასაუფლებლად. გამოიყენეთ საკუთარი ძალები სიახლეების შესასწავლად. თქვენი დადებითი და მხიარული განწყობა გარშემომყოფებსაც გადაედებათ, რისთვისაც მადლობას გადაგიხდიან.



მორიელი
შეგიძლიათ, მთელი დღე ოჯახსა და სახლს დაუთმოთ. მეუღლესთან მეგობრული და ჰარმონიული ურთიერთობა გექნებათ. თუკი შეძლებთ, შეაფასოთ ოჯახური კომფორტი, ურთიერთობები იდეალურად განვითარდება.



მშვილდოსანი
მოზარდი მშვილდოსნების საქმეები უკეთესობისკენ შეიცვლება. შეადგენენ პირად გეგმებს და დაისახავენ საკუთარ მომავალსა და მიზნებს. თქვენი დავალებაა - მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოთ ახლობელ ადამიანებს.



თხის რქა
თხის რქების უმეტესობას შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ ოჯახური ურთიერთობების მოსაგვარებლად და საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად. მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოთ ჰარმონია პარტნიორთან ურთიერთობისას. ამგვარად ოჯახში სიმშვიდე და სიმყუდროვე დაისადგურებს.



მერწყული
ეს დღე შესანიშნავია საცხოვრებელი ადგილის გასალამაზებლად და მოსაწყობად. შეიძინეთ ნივთები, რომლებიც თქვენს სახლს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. შესაძლოა, ბავშვების სურვილების შესასრულებლად ფულის დახარჯვა მოგიწიოთ. დააფასეთ ოჯახური გარემო, რადგან თავს ყველაზე კარგად სწორედ ამ ადგილას გრძნობთ. შეინარჩუნეთ ახლობლებთან ჰარმონიული ურთიერთობები.



თევზები
ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ნათესავებთან უთანხმოება მოგიწევთ და მშობლებთანაც ურთიერთობა დაგეძაბებათ. ნათესავები ბევრ პრობლემას შეგიქმნიან. დაკავდით საყვარელი საქმით - სტრესის მოხსნაში ჰობი დაგეხმარებათ.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge