კომპიუტერი, რომელსაც სიკვდილის თარიღის დადგენა შეუძლია

  • funtime.ge
  • 22 მაისი 11:49, 2018 წელი

ასეთ კომპიუტერს ადრე მხოლოდ ფანტასტიკურ ფილმებში თუ შეხვდებოდით, დღეს კი ბოსტონის სამედიცინო ცენტრშია განთავსებულია სუპერკომპიუტერი, რომელსაც 95%-იანი სიზუსტით შეუძლია ავადმყოფი ადამიანის სიკვდილის თარიღის დადგენა.

ცენტრის მონაცემთა ბაზაში ინახება ბოლო 30 წლის მანძილზე დაგროვილი ინფორმაცია, რომელიც 250 000-ზე მეტი ადამიანის ავადმყოფობის ისტორიას მოიცავს.
სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით სვამს კომპიუტერი დიაგნოზს, რომელიც ზოგჯერ ექიმის დასკვნას ეწინააღმდეგება.

კომპიუტერის მთავარ ბაზას სამ წუთში ერთხელ მიეწოდება ინფორმაცია პაციენტის არტერიული წნევის, სხეულის ტემპერატურისა და სისხლში ჟანგბადის შემცველობის შესახებ. ინფორმაციის მოცულობა თანდათან იზრდება, რაც დიაგნოზის სიზუსტეს ზრდის.

სისტემის ერთ-ერთი შემქმნელი სტივ ჰორნგი ამბობს, რომ კომპიუტერი აგროვებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას კლინიკაში მიმართვიანობისა და მიმდინარე ანალიზების საფუძველზე.
პაციენტის კლინიკური სურათის სხვა პაციენტების მონაცემებთან შედარებით კომპიუტერი სვამს დიაგნოზს და შეუძლია, იწინასწარმეტყველოს დაავადება, რომელიც მომავალში გაჩნდება.

თუ მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კომპიუტერმა დაასკვნა, რომ ავადმყოფი კვდება, დიდი ალბათობით, მისი სიცოცხლე უახლოესი 30 დღის განმავლობაში დასრულდება.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge