ანა სუბელიანის დედა - ანაზე ფეხმძიმედ ვიყავი, როცა 9 აპრილს რუსთაველზე თავისუფელბისთვის ვიბრძოდი

  • 21 მაისი 00:04, 2018 წელი

ანა სუბელიანი - გოგონა, რომელმაც მემორიალზე იცეკვა, ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

მისკენ მიმართული აგრესიისა და მუქარის გამო საქმეც აღიძრა. ვინ არის გოგონა, რომელიც პირველად "ვარსკვლავების აკადემიაში” გამოჩნდა და ხალხს თავი ოთხწლიანი სასამართლო პროცესით დაამახსოვრა?


"ანაზე ვიყავი ფეხმძიმედ 9 აპრილს რუსთაველზე, რომ მოვიწამლე, კინაღამ დავიღუპე დადგა მშობიარობის მომენნტი და ასე დაიბადა ანა, მებრძოლი გიჟი გოგო. მე ვკეტავდი ბავშვებს სახლში და მივდიოდი 9 აპრილის აქციებზე, ყოველ დღე იქ ვიყავი, როგორ ვუთხრა მე ჩემს შვილებს, არ მიიღონ მონაწილეობა არაფერშითქო? - ამბობს ანა სუბელიანის დედა რუსუდან თოდრაძე.