მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ საშინაო დავალება ბავშვისთვის საზიანოა

  • funtime.ge
  • 18 მაისი 16:01, 2018 წელი

საშინაო დავალებების გარეშე სრულფასოვანი სასკოლო განათლება ვერ წარმოგვიდგენია, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს.

როგორც გაირკვა, დაწყებითი კლასის მოსწავლეები, რომლებსაც სკოლაში ამეცადინებენ, მასალას სხვებზე უკეთ ითვისებენ და უკეთეს შეფასებებს იღებენ. მათთვის დავალების სახლში კეთება დროის ფუჭად ფლანგვაა...


 
არიზონის უნივერსიტეტის პროფესორის ეტა კრელოვეკის თქმით, ყველა გამოკვლევა ადასტურებს, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საშინაო დავალებები არ სჭირდებათ და მას უფრო მაღალ კლასებშიც კი მინიმალური ეფექტი მოაქვს. 
უფროსკლასელებისთვის საშინაო დავალება გარკვეულწილად სასარგებლოა, თუმცა ზომიერება აქაც საჭიროა. მაგალითად, მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილების გამეორებაზე 1,5 საათს ხარჯავენ, უკეთესი შედეგი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ამ საქმეს 4 საათს ანდომებს. 


საშინაო დავალებების სარგებლიანობის დადგენის მიზნით, 1989 წელს 120 და 2006 წელს 60 კვლევა ჩატარდა და ვერც ერთმა ვერ დაამტკიცა საშინაო დავალებების უპირატესობა. სამაგიეროდ, გაირკვა, რომ ის უარყოფითად აისახება მოსწავლეების ურთიერთობაზე. 


იმის ნაცვლად, რომ მძიმე სამუშაო დღის ბოლოს ოჯახის წევრებმა დაისვენონ და ერთმანეთი გაამხნევონ, საშინაო დავალებას ერთობლივი ძალებით უმკლავდებიან. მშობლები ზოგჯერ თხოვნით და დაყოლიებით, ზოგჯერ კი ჩხუბით და ზეწოლით ცდილობენ, შედეგს მიაღწიონ. დაღლილი ბავშვები აპროტესტებენ და ყვირიან. ამ დროს ბავშვი მშობლების დახმარებას საჭიროებს და მშობლის იმედად ყოფნას ეჩვევა, რომელიც „საპატრულო პოლიციელის“ როლს ასრულებს. იმის გარდა, რომ ამას გამუდმებული კონფლიქტი და უკმაყოფილება მოაქვს, საშინაო დავალების უმთავრეს მიზანს - პასუხისმგებლობის გრძნობას აქრობს.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge