ლეკა პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა - "5 წელია რაც ქმარს დავშორდი"

  • სარკე
  • 16 მაისი 13:16, 2018 წელი

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ვაკის ელიტის ერთ-ერთი წარმომადგენელ ლეკას, პროფესიით მენეჯერი ქეთი წიქვაძე განასახიერებს.

ქეთი ჟურნალ "სარკესთან" მის პირად ცხოვრებაზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- 5 წელის განქორწინებული ვარ. შვილებთან და დედასთან ერთად ვცხოვრობ.


- როგორი ურთიერთობა გაქვთ ყოფილ ქმართან?


- ძალიან კარგი. ვცდილობთ, სიმშვიდე შევინარჩუნო, ერთმანეთს პასტივს ვცემთ, რადგან ჩვენს შვილებს ასე სჭირდებათ. ყოველ ახალ წელს ეთად ვხვდებით. ბავშვების დაბადების დღეებს ერთად ვატარებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენმა შვილებმა დისკომფორტი არ იგრძნონ.


- როცა პირად ცხოვრებაში პრობლემები გაქვთ, დედა გიგებთ, გიდგათ გვერდით?


- სხვათა შორის, ასეთი ეტაპები ბევრჯერ გამოვიარეთ. მახსოვს დედაჩემის პირად ცხოვრებაშიც პრობლემები და მასაც ახსოვს - ჩემი. ერთმანეთს ბოლომდე ვუდგევართ გვერდში, განსაკუთრებით დედა მიდგას მხარში. ის გადასარევი, საოცარი ბებიაა, ჩემი შვილების გაზრდაში ძალიან მეხმარება, ფაქტობრივად ის ზრდის. 11 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა, დედა გახდა ჩემთვის დედაც და მამაც. თან დედისერთა ვარ და ყველაფერი მე შემომალია, რომ მშობლების გარეშე ყოფნა არ მეგრძნო. მან ეს შეძლო.


- თქვენს პირად ცხოვრებაში თუ არის სიახლეები?


- არაფერი ხდება.


- რატომ თქვენი გულის მოგება რთულია?


- გულის მოგება - არა, უბრალოდ ეს ნაბიჯი ცოტა უფრო საფრთხილო და ასაწონ-დასაწონია, რადგან შვილები მყავს. ბავშვები ძალიან ბევრ რაეზე მაფიქრებენ. ხან მაჩერებენ, ხან - ვერა, მაგრამ მათ გამო ბევრი რამის გათვალისწინება მიწევს და ყოველთვის ასე იქნება.


 

წყარო: სარკე