ქეთი წიქვაძე: ოთხი, ფულიანი სულელია შეკრებილი, რომლებიც ერთმენეთს ნებისმიერ დროს გაწირავენ

  • სარკე
  • 16 მაისი 12:56, 2018 წელი

სერიალ "ცემი ცოლის დაქალებში" ვაკის დედოფალ "ჩიკას ერთ-ერთი დაქალი ლეკა რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილია.

როგორც ქეთი ამბობს, ის ცხოვრების წესითა და აზროვნებით ძალიან განსხვავდება მისი გმირისგან და ამ ტიპის ქალები მასში ღიმილს იწვევენ.

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც ჟურნალ "სარკეში" გამოქვეყნდა

- ქეთი, როგორ მოხვდით სერიალ "ჩემ ცოლის დაქალებში"

- სერიაში შემთხვევით მოვხვდი. რეჟისორ გიორგი ლიფონავას პირადად ვიცნობ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არასდროს გვისაუბრია. ერთ დღეს ერთ კლუბში შემხვდა და მითხრა, სინჯზე მივსულიყავი. მეც დაუფიქრებლად გავიქეცი და ამიყვანეს. 

- კარგად იცნობთ იმ ქალების ტიპს, რომელთა კრებით სახესაც ლეკა წარმოადგენს?

- ლეკას პერსონაჟი ჩემთვის იმდენად უცნაურია, ერთი წელი გავიდა, რაც ვასახიერებ და ეს გოგო ჯერ კიდევ ვერ გავიცანი. ერთი და იმავე თემაზე რადიკალურად განსხვავებული აზრები გვაქვს, ზედმეტად სულელი გოგოა. პროფესიონალი მსახიობი რადგან არ ვარ ჩემთვის დიდი როლის თამაში საშიში ინებოდა. ლეკას 2-3 სიტყვა აქვს ხოლმე სათქმელი და ისიც სისულელე. სცენარს როცა ვკითხულობ მეცინება ხოლმე.

- მის გარემოცვაზე, სადაქალოზე რას იტყვით?

- ჩემი გადმოსახედიდან, ცოტა აუტანელი "სასტავია". ოთხი სულელია შეკრებილი, რომელიც რეალურად ერთმენეთს ნებისმიერ დროს გაწირავენ. "პროსტა" ვაკელებმა აარჩიეს ერთმანეთი. ჩემთის ამ გოგოში უფრო ეს გაგებაადა კიევ ერთი ჭკუისები არფიან. ჰო, კიდევ უსაქმურები და ფულიანები არიან.


- რას იტყვით ჩიკაზე, ამ პერსონაჟს გაუგეთ რამე?

- ჩიკას პერსონაჟი ძალიან მომწონს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მისნაირი ადამიანები - არა. როგორც გმირი, ჩემთვის ძალიან საინტერესოა და სერიალს ამხიარულებს, უფრო მრავალფეროვანს ხდის.


- მისნაირ ქალთან იმეგობრებდით?

- ძალიან ბევრნაირი და ერთმანეთისგან განსხვავებული მეგობარი მყავს, მაგრამ ჩიკასნაირ გოგოსთან საერთოს ვერ გამოვნახავდი, ჩვენი გზები აუცილებლად გაიყოფოდა, მთელი ცხოვრება ურთიერთობა ნამდვილად ვერ გაგრძელდებოდა. ჩიკასნაირად ვერ ვაზროვნებს ამიტო მეგობარი არ იქნებოდა.

- შავლეგო მადლიანისნაირი მოძველბიჭო, გავლენიანი მამაკაცი თუ დაგაინტერესებდათ?

- არასდროს, მიუხედავად მისი სიმდიდრისა და გავლენებისა. ჩიკაში, მის მეგობრებში, მის ქმარში ნამდვილ ურთიერთობებს ვერ ვხედავ, მგონია, რომ უფრო მასაზე მუშაობენ. როცა შენი ინტერესი ესაა, მერე რაღაც ადამიანური იკარგება, იმაზე ხარ ორიენტირებული, ვინ რას იტყვის, რას იფიქრებს. ასეთ დროს შენ სახეს კარგავ.


- ოჯახის წევრები ალბათ გიყურებენ ეკრანზე. როგორ გაფასებენ?

- სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ბევრს არ მელაპარაკებიან. რამდენიმე სერიის წინ ცუდი სიტყვა გამოვიყენე, ბებიაჩემმა (მსახიობი ქეთევან კიკნაძე) მითხრა, ფანჯრიდან გადავხტები შენგან კიდევ ერთხელ თუ გავიგებ ასეთ სიტყვასო. მეც შევპირდი, ვეცდები, არ გავიმეორო-მეთქი.

წყარო: სარკე