გიორგი ცაავა: კაცი ჩემ თვალწინ აჩეხეს დახლოებით 20-ჯერ დაარტყეს დანა

  • სარკე
  • 16 მაისი 12:11, 2018 წელი

მსახიობი გიორგი ცაავა მის ცხოვრებაში მომხდარ ერთ-ერთ უსიამოვნო ფაქტს ჟურნალ "სარკესთან" იხსენებს.

"ერთი შემთხვევა ყველაზე ცუდად მახსენდება. სტუდენტობის პერიოდში ვაკის პარკიში მეგობრები კონცერტზე ვიყავით. უცებ მომესმა ვიღაცის ძახილი: "ცაავა, ცაავა, გააჩერე!" ვიღაც გამორბოდა ჩემკენ, მე ფეხი დავუდე და წაიქცა. მიცვივდნენ ბიჭები და ჩემ თვალწინ აჩეხეს. დაახლოებით 20-ჯერ დაარტყეს დანა. შოკში ვიყავი. სასწრაფოს ჩემს ძმაკაცებთან ერთად გავყევი. საავადმყოფოში სრული განუკითხაობა იყო, არავინ აქცევდა ყურადღებას, ის კი სისხლისგან იცლებოდა. უცებ ამ დაჭრილმა მომკიდა ხელი და მითხრა მიშველეო. გავვარდი გარეთ გავაჩვერე სამარშუტო ტაქსი, ხალხი გამოვყარეთ, საკაცით ეს ბიჭი ჩავაწვინეთ და გადავიყვანეთ საავადმყოფოში. გადარჩა! ეს იყო საშინელი ამბავი და ამას პირველად ვყვები. ჩემმა წამოდებულმა ფეხმა ლამის ადამიანი შეიწირა", - ამბობს გიორგი ცაავა ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას.

წყარო: სარკე