ლევან ლაშხი პირად ცხოვრებასა და ვატიკანაზე - დეტექტივი ცხოვრებას "მინგრევს"

  • სარკე
  • 16 მაისი 11:46, 2018 წელი

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებლის ყურადღება ახლა განსაკუთრებით ერთი გმირისკენ, ვაკელი ვატიკანასკენ არის მიპყრობილი, რომლის დაფარული მხარეები თანდათან იკვეთება.

 

სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ მაფიოზური ტიპაჟის უკან მგრძნობიარე პოეტი დგას. ამ ტიპის პოპულარობა მისი როლის შემსრულებელმა ლევან ლაშხმაც განაპირობა. ალბათ ბევრს გაუკვირდება, რომ ის პროფესიით ეკონომისტია და არა მსახიობი.


ლევანი 27 წლისაა. ეს მისთვის მეორე როლია. დებიუტი კი ეროტიკულ სერიალ "ელიტურ დახმარებაში" ჰქონდა.


- როგორ აღმოჩნდით სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში"?


- სოციალური ქსელიდან მიპოვეს, დამირეკეს, გავედი კასტინგზე და როლზე დამამტკიცეს.


- რა პრფესიის ხარ?


- ეკონომისტი. ბავშვობიდან მინოდა მსახიობობა, მაგრამ ეს ნაბიჯი გარკვეული მიზეზების გამო ვერ გადავდგი. ბავშვობაში მეზობელმა შემაშინა და მეტყველებაზე პრობლემა შემექმნა. ვნანობ, რომ თეატრალურზე არ ჩავაბარე, რადგან ამის გამოსწორება შესაძლებელი იქნებოდა.


- სერიალში თქვენს პერსონაჟზე რას ფიქრობთ? ჯერ მაყურებელმა კარგად ვერ გაარკვია, რას წარმოადგენს ვატიკანა, მისი მხარეები ჯერჯერობით დაფარულია.


- ჩემი გმირი ცოტა დაჩაქგრულია, ვერ იხსნება და საკუთარი სამყარო აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვაკის წარმომადგენელია, ვაკის ელიტაში შედის და ის და მისი მეგობრები მართავენ ვაკეს, ეს მისთვის რაღაც ნიღაბია, ვიდრე სხვა რამე. ეს ყველაფერი ჩემი გმირისთვის არაფერს ნიშნავს, მისთვის მნიშვნელოვანია შინაგანი სამყარო, ჩუმი გარემო, პოეტები და ა.შ.


- ვატიკანას დეტექტივი უთვალთვალებს. როგორ დამთავრდება ეს საქმე, გამოაშკარავდება ვატიკანას დაფარული მხარეები?


- დეტექტივი ცოტა მაღიზიანებს. ის ყველაფერს "მიფუჭებს", ცხოვრებას "მინგრევს", მაგრამ ეს არის მისი საქმე.


- ვატიკანაში ნახულობთ საერთოს, გგავთ რამე თვისებით?


- ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს შორის ძალიან დიდი მსგავსებაა, მაგრამ რაღაც-რაღაცეებით მგავს, როგოც ვატიკანას ისევე, მეც ჩვენ-ჩვენი გაგვაჩნია, რაც სხვამ არ იცის და რასაც საჯკუთარ გარემოში ვაკეთებთ. ერთი ესაა დიდი მსგავსება, რომ მეც და ჩემი პერსონაჟიც, ორმაგ თამაშს ვთამაშობთ. დანარჩენი ისეთი მნიშვნელოვანი მსგავსება არაფერია.


- ნება, რომ გქონდეს, რას შეცვლიდით თქვენს გმირში? 


- ჩემს პერსონაჟში ცოტა უფრო მძიმეს გავხდიდი. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამ ირკვევა, იხსნება და დასამალი უკვე აღარაფერი აქვს, ცხოვრებიდან გამომდინარე უფრო დავთრგუნავდი. შეიძლება დეპრესიაში ჩამეგდო, გადავკიდებდი ნარკოტიკებს და ასე შემდეგ. ოღონდ ამასთან ერთად სხვა გარემოებაში  წინ წავიყვანდი, ანუ კარგსა და ცუდს დავაკავშირებდი ერთმანეთს, იქნებოდა წარმატებული პიროვნება, ოღონდ იმდენად დეპრესიული და დათრგუნული, რომ ეს წარმეტება მისთვის არაფერი იქნებოდა.


- თქვენთვის ეს მეორე სერიალია. მანამდე ეროტიკულ სერიალ "ელიტურ დახმარებაში" ითამაშეთ. ახლა კი იმ გმირისგან რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟს ასახიერებთ. როგორ მოერგეთ ამ ორ განსხვავებულ როლს?


- იმ გმისრის თამაში ასე თუ ისე, რთული არ ყოფილა. "ჩემი ცოლის დაქლებში" უფრო მომიწია დაფიქრება, შეგუება, დალაგება, გარდაქმნა, თავიდან ცოტა რთული იყო ორმაგი თამშს გადმოტანა ადვილი არ იყო. შევეცადე და პატარა შედეგი დავდე. 


- რა ხდება პირად ცხოვრებაში?


- დასაოჯახებელი ვარ. რა თქმა უნდა მყავს მეგობარი გოგონა, მაგრამ ჯერ დაოჯახებას არ ვფიქრობ.

წყარო: სარკე