მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა

  • 1tv.ge
  • 13 მაისი 12:23, 2018 წელი

83 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

დაიბადა ბათუმში 1935 წლის 5 მარტს. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ა. დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით (1961), სადიპლომო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ჯილდო".


პირველად როგორც მსახიობი გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში "ქორწილი". 1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი “კინოშოკი”, ანაპა (2005) – ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "თბილისი-თბილისი".


1961 წლიდან მუშაობს რეჟისორად კინოსტუდია ქართულ ფილმში.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge