ფეხი მოჭრეს გუშინ 21 წლის გოგოს, ბარძაყში იკეთებდა, თურმე, ნარკოტიკს...

  • ალია
  • 12 მაისი 22:06, 2018 წელი

ფეხი მოჭრეს, გუშინ, 21 წლის გოგოს, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში. ბარძაყში იკეთებდა, თურმე, ნარკოტიკს.

არ იყო ეს ნარკოტიკი სასიკვდილო.


კიდევ რამდენიმე დღე თუ არ მივიდოდა ექიმთან - მოკვდებოდა - მაგრამ, არა ნარკოტიკით - განგრენით.


მეგობრებს ურეკვდა გამწარებული - ხომ მეუბნებოდით, რომ ბარძაყზე გაკეთება უსაფრთხოა, რატომ დამღუპეთ, ფეხს მაჭრიან, მოდითო.


ამ გოგოს უთხარით, მიდით, რომ ყველა ნარკოტიკი არ არის საშიში, რომ მხოლოდ ის უნდა გაიკეთოს - რომელიც არ კლავს.


ამ გოგოს აუხსენით, რომ ბერლინის კლუბშიც იკეთებენ ნარკოტიკს და ბერლინშიც აჭრიან ფეხს ან ხელს ახალგაზრდებს - იქნება და უკეთ იგრძნოს თავი.


  პ.ს. კლუბში ვინც პოლიტიკაზე, ჰაერის დაბინძურებაზე, ხეების მოჭრაზე და სხვა პროგრესულ საკითხებზე სასაუბროდ დადიხართ პროგრესულად, ერთი კითხვა მაქვს: კლუბის მუსიკას ხელს ხომ არ უშლით? ხომ არ გადაფარეთ ელექტრონული მუსიკა?


 თამო კეშელავა

წყარო: ალია