დაქორწინების იდეალური ასაკი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნისთვის

  • funtime.ge
  • 12 მაისი 14:02, 2018 წელი

გაიგეთ, რა ასაკში ჯობს თქვენთვის ოჯახის შექმნა და რატომ...

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დაქორწინება ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე მათ უყვართ დამოუკიდებლობაზე ფიქრი. ამიტომაც მათთვის უმჯობესია 20 წლის ასაკში შეუღლება. ამ შემთხვევაში ქორწინებაში ბედნიერებას მიაღწევენ.

კურო

კუროებისთვის ოჯახში სტაბილურობა პრიორიტეტულია. ურთიერთობა, ქორწინება და საყვარელი ადამიანი, რომელიც მათ სახლში ელოდება - ეს ისაა, რისკენაც კუროები მიისწრაფვიან. მათთვის ყველაზე კარგი ასაკი დასაოჯახებლად 25 წელია.

ტყუპები

ტყუპები რომანტიკულ სიყვარულზე ოცნებობენ. ისინი გულის რჩეულს ადრეულ ასაკში შეხვდებიან, მაგრამ 35 წლისანი დაქორწინდებიან.

კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საყვარელ ადამიანს 30 წლის ასაკში შეხვდებიან. სწორედ ეს პერიოდია მათთვის ქორწინებისთვის საუკეთესო დრო.

ლომი

მიუხედავად იმისა, რომ ლომის გული ბევრ სიყვარულს იტევს, მათ შესაფერისი ადამიანის საპოვნელად მაინც დიდი დრო ესაჭიროებათ. მათთვის ოჯახის შესაქმნელად საუკეთესო ასაკი 30 წელია.

ქალწული

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლების ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია ოჯახს და ამიტომაც ისინი დაოჯახებას ადრე ცდილობენ. როგორც წესი, ეს 20-25 წლის ასაკში ხდება.

სასწორი

სასწორის სიყვარულის ღირსი შესაძლოა ბევრი იყოს, მაგრამ ის მაინც ადრეულ ასაკში ქორწინდება - როგორც წესი, 20 წლისა.

მორიელი

მორიელები დამოუკიდებლობას მოწიფულ ასაკამდე ინარჩუნებენ. ამას გარდა, ის თავისი ვნებიანი ბუნებითაც არის ცნობილი. ამიტომაც ისინი ან 20 წლისანი ქორწინდებიან ან უკვე 35 წლის მიღწევის შემდეგ.

მშვილდოსანი

თუკი მასთან შეუღლება გსურთ, მაშინ მის მოთვინიერებას ნუ შეეცდებით, მას თავისუფლების შეგრძნება უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება შეუღლების ასაკს, იდეალური 30 წელია.

თხის რქა

თხის რქას კომფორტი და უსაფრთხოება სწყურია. ამიტომაც ისინი დაქორწინებამდე პარტნიორს დიდხანს აკვირდებიან. შესაბამისად, შეუღლების ასაკიც 25-30 წლამდე გადაიწევს.

მერწყული

ზოდიაქოს ამ ნიშანს ენერგიულობა და ენთუზიაზმი ახასიათებს. მათთვის ქორწინება ადრეულ ასაკში უმჯობესია, ამიტომაც ხშირად 20 წლისანი ქორწინდებიან.

თევზები თევზებს სერიოზული ურთიერთობები აფრთხობთ, ამიტომაც ქორწინდებიან მხოლოდ მაშინ, როცა კარგად არიან დარწმუნებულები. ეს პერიოდი კი მათთვის 30 წლის ასაკში დგება.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge