გაურკვეველი ინტოქსიკაციით, ალადაშვილის კლინიკაში ორი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

  • 11 მაისი 21:55, 2018 წელი

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების ინტოქსიკაციით ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს, რომელიც მართვით სუნთქვაზეა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს. კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტი უგონო მდგომარეობაში იყო, აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა და ასპირაცია. ექიმის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რა ნივთიერებამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. მისივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.


ექიმი აცხადებს, რომ მწვავე ინტოქსიკაციით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში ამ დროისთვის ორი პაციენტი იმყოფება. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს და მასაც მსგავსი სიმპტომები აქვს.