რუხში მამამ შვილი ცეცხლმოკიდებულ მანქანას მოაშორა, თვითონ კი დაიწვა

  • primetime.ge
  • 11 მაისი 19:50, 2018 წელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტომანქანა დაიწვა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში მამაკაცი და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ. კაცმა ბავშვი მანქანის ფანჯრიდან გადმოსვა, თავად კი გადმოსვლა ვერ მოახერხა და დაიწვა.


მცირეწლოვანი ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა მძიმეა.


მომხდარზე შსს-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge