ბლეიკ ლაივლის კურიოზი Met Gala-ზე

  • okmagazine.ge
  • 11 მაისი 19:41, 2018 წელი

როგორც ჩანს წლევანდელ Met Gala-ზე ცნობილი ვარსკვლავები ჩვეულებრივზე მეტად მკაცრები გამოდგნენ.

ქენდალ ჯენერნმა უჩვეულო ჟესტით მოიშორა დაცვის წევრი, რომელიც ფოტოების გადაღებაში უშლიდა ხელს, ამჯერად ბლეიკ ლაივლის საქციელიც გახდა იუმორისტული ფრაზების წყარო, პირდაპირ ტრანსლაციაში გამოჩნდა, რომ ფოტოსესიის დროს ბლეიკი ზედმეტად მონდომებულ ფოტოგრაფებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა ფრაზით "Calm Down".


ხანგრძლივი ფოტოსესიის შემდეგ კი, ყველასთვს საყვარელმა ვარსკვლავმა წითელი ხალიჩა ასევე დამახასიათებელი პირდაპირობით დატოვა ფრაზით „თქვენი არ მესმის“.

სრული ვერსიის ნახვა okmagazine.ge