„ჩემი შვილი მომღერლად ვერ აღმიქვამს...“

  • სარკე
  • 11 მაისი 13:44, 2018 წელი

„ვმეგობრობთ იმ დონეზე, რა დონეზეც მამა-შვილი უნდა მეგობრობდეს, ჩემთვის მიუღებელია, მშობლები და შვილები გადაბმული მეგობრები რომ არიან, ვფიქრობ“,-ამის შესახებ მუსიკოსი სტეფანე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.


„ფანი არ აღმიქვამს მომღერლად, მისთვის მუსიკოსი ვარ, ამაყობს ამით და თან მეჯიბრება (იცინის).  ერთ-ერთი პირველი სოლო კონცერტის წინ, რომელიც „სფეისჰოლში“ მქონდა, ძალიან ვნერვიულობდი. იმ დარბაზში 2200 კაცი ეტევა… დავდივარ ნერვულად აქეთ-იქეთ, ვფიქრობ, მოვა-არ მოვა ხალხი, მიყურა ფანიმ და ამბობს, ეს 2200-კაციან დარბაზზე ღელავს და მე რომ ევროპის მოედანზე მქონდა გამოსვლა, სადაც 5000 ადამიანი ეტევა, რა უნდა მექნაო?! სკოლის ღონისძიება ჰქონდა და „მასოვკაში“ იყო, რა თქმა უნდა…


როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მთავარი მშობლისა და შვილის ურთიერთობაში?
-სიყვარული და მშობლიური ინსტინქტი, რაც ყველაზე მთავარია, სხვა რეცეპტი არ არსებობს..


 


 

წყარო: სარკე