„ჩემი სიკვდილი მაინც გახდება იმის მიზეზი, რომ გაანთავისუფლებთ ჩემს 6 მეგობარს!“

  • ალია
  • 11 მაისი 10:59, 2018 წელი

ლადო სადღობელაშვილი ადვოკატის შუამავლობით წერილს აქვეყნებს:

„მეგობრებო! ქართველებო! მართლმადიდებლებო!


აგერ უკვე მე-12 დღეა სასიკვდილოდ ვშიმშილობთ! ვითხოვთ ჩვენს დაუყოვნებლივ განთავისუფლებას უკანონო, პოლიტიკური, შერჩევითი პატიმრობიდან!


ჩვენ არც ხულიგნები ვართ და მით უმეტეს არც კრიმინალები! ჩვენ მოქმედი ხელისუფლება საქართველოს და ღმერთის სიყვარულის გამო გვსჯის! ციხეში მხოლოდ იმიტომ გვამყოფებენ, რადგან დავუპირისპირდით სოროსის ლიბერასტ ლეკვებს. არ შევეკარით არც ნაცებს, არც განაცებულ ქოცებს, არც მამათმავლებს და არც სოროსის ლიბერასტებს!


ხელისუფლება არამარტო ლიბერასტებს, არამედ ნაცებს და რუსთავი 2-საც უგორებს კოჭს ჩვენი ციხეში გამომწყვდევით!


მოვუწოდებ ხელისუფლებას, პოლიტიკაში ახლად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს: აღადგინეთ სამართალი, დაგვიბრუნეთ უკანონოდ წართმეული თავისუფლება! ცუდად შემოგიტრიალდებათ!


მე პირადად, ჩემი ნებით არ ვაპირებ შიმშილობის შეწყვეტას. უსამართლობას ვუპირისპირდები ჩემი სიცოცხლით, ან დავამარცხებ ამ დაკანონებულ ბოროტებას, ან ჩემი სიცოცხლის ფასად ისტორიაში შევიყვან ამ უსამართლობას, როგორც უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას!


გინდათ პრეცენდენტი?! გინდათ ჩემი სიცოცხლე?! გინდათ ახალგაზრდა ეროვნული პოლიტიკოსის სიკვდილი?! -გპირდებით მიიღებთ!


ჩემი სიკვდილი მაინც გახდება იმის მიზეზი, რომ გაანთავისუფლებთ ჩემს 6 მეგობარს, რომლებსაც უკანონოდ წაართვით თავისუფლება!


P.S. საქართველოში უნდა დასრულდეს ლიბერასტების დიქტატი! თუნდაც ახალგაზრდების სიცოცხლის ფასად! ჩვენი ბრძოლა გრძელდება!


P.S.S. თქვენ თუ არა მომდევნო მთავრობა გვაღიარებს პოლიტპატიმრებად. საქართველოში თუ არა ევროპაში გვაღიარებენ!


 ლადო სადღობელაშვილის ადვოკატი:


ლადო უკვე 52-ე დღეა იმყოფება უკანონო პატიმრობაში და მე-12 დღეა შიმშილობს. დღეს მოვინახულე N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას მუდმივი მეთვალყურეობით ცდილობენ. ჯერ გამოსდით...


უკვე 10 კილოგრამზე მეტი აქვს დაკლებული, მაგრამ მაინც გვაძლევს ყველას სიმამაცისა და სიმართლის სიყვარულის დიდ მაგალითს.

წყარო: ალია