რას აკეთებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი სექსის შემდეგ?

  • funtime.ge
  • 10 მაისი 10:40, 2018 წელი

სხვათა შორის, ბევრს უცნაურობა ახასიათებს...

ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს იმ ადამიანის სახელიც კი ავიწყდებათ, ვისთანაც სექსი ჰქონდათ. არცაა გასაკვირი, ისინი ხომ ვერძები არიან. მათ ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება, რომ ყველა თავისი სექსუალური პარტნიორის სახელის დამახსოვრება არც კი აინტერესებთ.


კურო
სექსის შემდეგ კუროებს ძილი უყვართ. თუმცა მათ ძილი საერთოდ უყვართ და ამისთვის ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებენ. პარტნიორებს ეს სწყინთ, მაგრამ მათი წყენა კუროებს ძალიან არ ადარდებთ.


ტყუპები
ტყუპებს სექსის შემდეგ სექსი უბრალოდ ავიწყდებათ და რაღაც სხვაზე გადაერთვებიან ხოლმე. მაგალითად, სექსის შემდეგ შევლენ ტუალეტში და საძინებელში დაბრუნება ავიწყდებათ, ვინაიდან იქ საინტერესო ჟურნალს ანდა წიგნს მიაკვლიეს.


კირჩხიბი
სექსის შემდეგ კირჩხიბებს ჩახუტება მოსწონთ. მათ მოსწონთ პარტნიორის ხვევნის შეგრძნება, ვინაიდან ამ შემთხვევაში თავს დაცულად გრძნობენ, ეს კი მათთვის მთავარია.


ლომი
ლომებისთვის სექსის შემდეგ მთავარი მათი ეგოა, ამიტომაც სექსის შემდეგ წარმატების მტკიცებულება ესაჭიროებათ. მათ მხოლოდ ის ადარდებთ, რამდენად კარგები იყვნენ სექსის დროს, აი, პარტნიორის შეგრძნებებზე კი ნაკლებად ფიქრობენ.


ქალწული
ქალწულები ყველას აკრიტიკებენ. სექსის დროს ჩუმად იქნებიან, მაგრამ შემდეგ აუცილებლად გამოთქვამენ საკუთარ აზრს მომხდარის შესახებ და პარტნიორს რჩევებსაც მისცემენ.


სასწორი
სექსის შემდეგ სასწორები კომპლიმენტს ითხოვენ, მათთვის ხომ აღიარება უმთავრესია. ლომებისგან განსხვავებით, მათთვის მხოლოდ ქება საკმარისი არაა, მათ მუდმივი მოწონება ესაჭიროებათ, სხვაგვარად თავდაუჯერებლობის გრძნობა უჩნდებათ.


მორიელი
მორიელები სექსის შემდეგ ხშირად ნანობენ. მათ საკუთარი სისუსტეების გამოჩენა არ უყვართ, არადა სექსი ასუსტებთ. განსაკუთრებით საკუთარი არჩევანის სისწორე ადარდებთ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს სექსის შემდეგ დალევა უყვართ, მაგრამ მის მიზანშეწონილობაში ეჭვი ეპარებათ. სხვაგვარად ისინი უბრალოდ იწვებიან, სანამ არ ჩაეძინებათ.


თხის რქა
თხის რქები თავიანთი მეთოდურობით არიან ცნობილები, მათ შორის სექსის დროს და მის შემდეგაც. ისინი ყველაფერს გარკვეული წესით აკეთებენ. სექსის შემდეგ თხის რქა, სავარაუდოდ, შხაპს მიიღებს. ეს, უბრალოდ, ჩვეულებაა და მეტი არაფერი.


მერწყული
სექსის შემდეგ მერწყული სერიოზულ თემებზე ლაპარაკს იწყებს. სწორედ ამ დროს მათ სამყაროს აგებულების თეორიები აინტერესებთ.


თევზები
თევზები ემოციებს მიჰყვებიან და სექსის შემდეგ შეიძლება ტირილიც კი დაიწყონ. ეს მათი მხრიდან ნორმალური საქციელია. სექსი მათთვის მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე არაა.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge