5 დეტალი, რაზეც კაცები სექსის დროს ყურადღებას ამახვილებენ

  • funtime.ge
  • 8 მაისი 14:37, 2018 წელი

კაცი ვერ შეამჩნევს, თუკი ქალს, მაგალითად, წარბების კორექცია სჭირდება, ან რომც შენიშნოს, ეს მისთვის სულერთია. მაგრამ არის ისეთი რაღაცებიც, რასაც ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ...

1. ინიციატივა ქალისგან
თუკი უბრალოდ წევხართ და ელოდებით, როდის დაასრულებს კაცი თავის „საქმეს“, მაშინ იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენთვის ყველაფერი სულერთია. გამოიჩინეთ ინტერესი პარტნიორის და თავად პროცესის მიმართაც. შეიძლება, უბრალოდ გადაბრუნდეთ და მას ზემოდან მოექცეთ (კაცებს ეს ძალიან მოსწონთ). მოკლედ, აიღეთ ინიციატივა საკუთარ თავზე.



2. ქალის სხეულის მოძრაობა
ნუ იქნებით კუნძი. კაცებს მოსწონთ, როდესაც მთელი სხეულით მოძრაობთ. იყავით სექსუალური, მგრძნობიარე და თავისუფალი. შესაძლოა, სტრიპტიზიც იცეკვოთ, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის. მთავარია, თქვენი პარტნიორი იგრძნოთ.


3. თვალები
თვალებს ბევრი რამის თქმა შეუძლია. კაცები, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამას დაუყოვნებლივ ამჩნევენ. სექსის დროს საძინებლის კედლების დათვალიერება არ ღირს. არც მისი სასქესო ორგანოს საგულდაგულოდ დათვალიერება. მოკლედ, კაცებს სურთ, ჩვენი თვალები ციმციმებდეს და სურვილს გამოხატავდეს.


 



4. სუნთქვა
რა თქმა უნდა, სუნთქვა უნდა იყოს სწორი, მაგრამ აქ ამაზე არ არის საუბარი. თუკი ქალი უბრალოდ გაჩუმებულია, კაცს ეჭვები უჩნდება. არავინ გეუბნებათ, რომ ბოლო ხმაზე უნდა იკივლოთ და იწივლოთ, მაგრამ, თუკი სექსის დროს თავს არ შეიკავებთ, ოდნავ ხმას ამოუშვებთ და ჩვეულებრივზე უფრო ღრმად ისუნთქებთ, ეს სულელური არ არის, ეს სექსუალურია.



5. კარგი თეთრეული 
კაცების უმეტესობა ულამაზო თეთრეულისთვის არ განგვსჯის, მაგრამ ლამაზი, სექსუალური თეთრეული და მოვლილი ქალი ხაზს უსვამს იმას, რომ გვსურს, პარტნიორს თავი მოვაწონოთ და მასზე ვფიქრობთ. კაცებს კი ეს ძალიან სიამოვნებთ.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge