ყველაზე გულუხვი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

  • funtime.ge
  • 8 მაისი 14:34, 2018 წელი

ისინი საყვარელი ქალის ერთი გაღიმებისთვის უკანასკნელს გაიღებენ. დღე და ღამე იმუშავებენ, ოღონდ კი საყვარელ ადამიანს არაფერი მოაკლონ. ისინი არ აკეთებენ ფულის ეკონომიას, გულუხვად ხარჯავენ და სიცოცხლით ტკბებიან.

ლომი
ის ცხოვრების მეფეა. მან, უბრალოდ, არ იცის, როგორ შეიძლება საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანზე ეკონომიის გაკეთება. მაშინაც კი, როცა ფული ცოტა აქვს, ის თავს მდგომარეობის ბატონ-პატრონად წარმოგვიდგენს და ფინანსურ უსასოობაში არასდროს გამოტყდება.
ხარჯვის გარდა, ამ ნიშანმა კარგად იცის, როგორ იშოვოს ფული. ის კარიერულ კიბეზე ძალიან სწრაფად მაღლდება. ფუფუნებით ცხოვრებისთვის მას ხომ სახსრები სჭირდება და ამიტომაც მათ აუცილებლად გამოიმუშავებს.



მშვილდოსანი
რაც მეტ ფულს ხარჯავს, მით მეტს შოულობს. მშვილდოსანს ფულადი სახსრების მოზიდვის ნიჭი აქვს და ამაში ბევრი ძალისხმევა არ სჭირდება. ადვილად მოვიდა, ადვილად წავა - ის ამ წესით ცხოვრობს. თავის საყვარელ ქალს მშვილდოსანი ყველა სურვილს შეუსრულებს, თუმცა შეიძლება ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდეს. იმავდროულად თავად შეიძლება, მცირედით დაკმაყოფილდეს.



მერწყული
მერწყულისთვის სხვისი ოცნების ასრულება უდიდესი სიამოვნებაა. როცა ადამიანს სანუკვარ ნივთს ჩუქნის, მისი სული ხარობს. საჩუქრის ყიდვის წინ ის აუცილებლად გაიკითხავს, რა სურვილი წვავს მის სანუკვარს. საოჯახო ცხოვრებისას მერწყული მეორე ნახევარს ხარჯებში არ შეზღუდავს. მისთვის სიტყვა ეკონომია არ არსებობს. ფულის დანიშნულებაც ხომ ესაა - ხარჯვა. იმ შემთხვევაში კი, თუკი ხარჯები მეტისმეტად გაიზრდება, მერწყული მეტი ფულის შოვნის გზებს გამონახავს.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge