8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 7 მაისი 21:04, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ეს დღე გამძლეობაზე შეგამოწმებთ. თქვენი ცხოვრება ხელისგულზე გადაგეშლებათ. შესაძლოა, გააცნობიეროთ, რა არის თქვენს ცხოვრებაში მთავარი და რა - მეორეხარისხოვანი. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. გახსოვდეთ ძველი გამოთქმა: შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. მხოლოდ ამგვარად შეძლებთ უგუნურების თავიდან აცილებას.


კურო
მწერალი, ჟურნალისტი, მეცნიერი და მკვლევარი კუროებისთვის ეს დღე შესანიშნავია. ამ სფეროებში დიდი წარმატება გელოდებათ. მოიწვიეთ კომპანიონები, ისინი შესანიშნავად გაუძღვებიან თქვენსა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შორის შუამავლობის როლს.


ტყუპები
ძალიან ცნობისმოყვარე ხართ, ბევრი რამით ინტერესდებით, მაგრამ ამ დღეს ტყუილად დახარჯავთ დროსა და ენერგიას რაიმეს გასაგებად. უმჯობესია, ერთ საქმეზე კონცენტრირდეთ. იზრუნეთ ხვალინდელ დღეზე, რათა თქვენი მომავალი უზრუნველი იყოს.


კირჩხიბი
ამ დღეს რომანტიკული გრძნობა დაგეუფლებათ, თანაც სახლიდან გაუსვლელად. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მეზობელ სადარბაზოში ცხოვრობს. არ გამოირიცხება, თქვენი სასიყვარულო პარტნიორი აღმოჩნდეს მეზობელი ან თანაკურსელი. ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას ახალ გრძნობას.


ლომი
ბევრს იფიქრებთ, მაგრამ ზომიერი ქმედებისთვის მზად არ იქნებით. თქვენში სიზარმაცის ნიშნები გამოვლინდება. უფრო წარმატებული იქნება საოჯახო საქმეები. შეგიძლიათ, შეუდგეთ სამშენებლო ან სარემონტო მუშაობას.


ქალწული
ამ დღეს გარშემომყოფებზე დიდ შთაბეჭდილებას დატოვებთ - ბევრი სანდო და საიმედო ადამიანად დაგასახელებთ. არ არის საჭირო მუდმივად სხვების ყურება. იარეთ თქვენს გზაზე.


სასწორი
იძულებული იქნებით, საოჯახო პრობლემებით დაკავდეთ, რომლებიც საკუთრებას ან მემკვიდრეობას უკავშირდება. არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი - ეს რთულ პერიოდებში აუცილებლად დაგჭირდებათ. ნუ გაითვალისწინებთ სხვების რჩევებს, ენდეთ საკუთარ ინტუიციას.


მორიელი
ეს კარგი პერიოდია ერთობლივი დასვენებისა და გართობისთვის, თუმცა, ოჯახის უფროს და უმცროს წევრებს შორის ურთიერთობა გართულდება. მოგიწევთ, ჩამოყალიბდეთ საკუთარი ღირებულებების სისტემაში. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის: მეგობრული გატაცება თუ საერთაშორისო კავშირები, გატაცება და სასიყვარულო რომანები თუ ოჯახური ცხოვრება?


მშვილდოსანი
მივლინებები ან მოგზაურობა გელოდებათ. დაგროვილი პირადი გამოცდილებისა და ცოდნის დახმარებით, კარიერაში წარმატებას მიაღწევთ. საინტერესო სამუშაოს შემოგთავაზებენ და ყურადღების ცენტრში მოექცევით. უთხარით საკუთარ თავს, რომ შეგიძლიათ და გააკეთეთ ის, რის გაკეთებაც გსურდათ.


თხის რქა
ამ დღეს ვენერას გავლენის ქვეშ მოექცევით. ახალ გრძნობას შეეწინააღმდეგებით, თუმცა, ბუნებას ვერ მოატყუებთ. თანაც აკრძალული ხილი გემრიელია. მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებული ხართ ემოციების გამოხატვის დროს, სიყვარულში ცდილობთ, ჭეშმარიტი გრძნობები გამოხატოთ. რამდენიმე ნაზი სიტყვა სრულიად შეცვლის სიტუაციას.


მერწყული
მარტოხელა მერწყულები შემოთავაზებას მიიღებენ ან დაქორწინებას გადაწყვეტენ. ბევრ ოჯახში წამოიჭრება საუბარი ქორწინების თემაზე. თან ეს დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად, მნიშვნელოვანი ნივთის ან უძრავი ქონების შესაძენად.


თევზები
ვარსკვლავები ცვალებად ხასიათს გიწინასწარმეტყველებენ. არ გამოირიცხება კამათი და კონფლიქტები ფინანსურ საკითხებში. ამ დღეს განსაკუთრებით რომანტიკული იქნებით. ვარსკვლავები გირჩევენ, უარი თქვათ ფინანსური საკითხების გადაწყვეტაზე და ფინანსებთან დაკავშირებით ნებისმიერ დოკუმენტზე მუშაობაზე. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და შეეცადეთ, ადრე დაწვეთ დასაძინებლად.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge