ბოლო 3 თვეში ავარიას 107 ადამიანი ემსხვერპლა

  • რეზონანსი
  • 7 მაისი 10:28, 2018 წელი

საქართველოში ბოლო სამი თვის განმავლობაში 1428 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან, სიმთვრალით 54 ავარია იყო გამოწვეული. "საქსტატის" მონაცემებით, ამ პერიოდში დაღუპულია 107 ადამიანი და დაზარალებულია 1986.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათგან სიმთვრალით გამოწვეული - 160. დაიღუპა 517 და დაშავდა 8461.

წყარო: რეზონანსი