"სასოწარკვეთილი არ ვარ, აუცილებლად შევხვდები იმ ერთს"

  • სარკე
  • 2 მაისი 17:45, 2018 წელი

ტელეწამყვანი  და კინოპროდიუსერი ირაკლი მაქაცარია რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობს. 

მისი და ბოლივუდის ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდა. ეს ყველაფერი მოსწონს, მაგრამ მის საქმიან გრაფიკს ერთი მინუსი აქვს- პირადი ცხოვრებისთვის დრო არ რჩება. 


გთავაზობთ ჟურნალ "სარკედან"  ინტერვიუს ამონარიდს ირაკლი მაქაცარიასთან. 


"სამწუხაროდ, არ გამოჩენილა, ის ერთი. სიამოვნებით დავაანონსებდი, რომ არის, მაგრამ არ არის. ალბათ ამ ფრონტზეც გამოჩნდება. გიჟური გრაფიკი მაქვს, დრო არ მაქვს, რომ ვინმეს შევხვდე.ბუნებრივია, დაძაბული გრაფიკი ნაკლებ დროს გიტოვებს, რომ გახვიდე და მეტადგქონდეს ხალხთან კონტაქტი, რადგან ამ დროს უფრო ხდება ადამიანების გაცნობა და დაახლოება. არ ვიტყვი, რომ  სასოწარკვეთილი ვარ, დარწმუნებული ვარ, თავის დროზე შევხვდები იმ ერთს",-ამბობს ირაკლი მაქაცარია. 

წყარო: სარკე