2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 1 მაისი 21:04, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ვარსკვლავები არ გირჩევენ ამ დღისთვის მოგზაურობის დაგეგმვას. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა არც ისეთი ცუდი იქნება, როგორც ელოდებით. ნუ გადადგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს, არ შეიცვალოთ სამსახური და არ შეიძინოთ უძრავი ქონება. ეს ვარსკვლავების რჩევებია.


კურო
ამ დღეს ძალიან მოგინდებათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და თქვენს სურვილს გარშემომყოფებს გააგებინებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეამციროთ აქტივობა, ოდნავ მიივიწყოთ კარიერაზე ზრუნვა, შეავიწროოთ გარშემომყოფთა წრე და გაერკვეთ საკუთარ თავში.



ტყუპები
ეს დღე ანგარიშთან და შედეგების დაჯამებასთან ასოცირდება. თქვენი ფინანსური მდგომარეობა უმეტესად თქვენს საქმეებში აისახება. შეეცადეთ, გააკეთოთ ყველაფერი, რათა დარჩენილი თავისუფალი დროით მაქსიმალურად ისარგებლოთ.



კირჩხიბი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს დიდი ნერვიულობა, ვნება და ემოციები გელოდებათ. შეგიძლიათ, პირადი გამოცდილებით დარწმუნდეთ, რომ რეალურ და ვირტუალურ რომანს შორის განსხვავება არ არსებობს.



ლომი
ამ დღეს ძალიან ემოციური რეაგირება გექნებათ იმაზე, რასაც აქამდე ყურადღებას არც კი აქცევით. დილიდან მნიშვნელოვანი საქმის დაწყება არ ღირს, რადგან მისი ფინანსური გასავალი წარმოუდგენლად დიდია. არ გამოირიცხება კამათი მეორე ნახევართან. შეეცადეთ, დატვირთვა შეამციროთ.



ქალწული
ორი ვარიანტი გაქვთ: ან ყველაფერში სტაბილურობას შეიტანთ, რაც თქვენთვის ღირებულია, ან სამყაროს აღქმის უნარს დაკარგავთ, გარდა საკუთარი ვიწრო წრისა. ვარსკვლავები გირჩევენ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ, იმოგზაუროთ, ექსკურსიაზე წახვიდეთ - რაც გნებავთ, სახლში ჯდომის გარდა.



სასწორი
ეს დღე შესანიშნავია პირადი და საოჯახო ურთიერთობებისთვის. ქალი სასწორები ამ დღეს განსაკუთრებით მიმზიდველები იქნებიან. შესაძლოა, ახალი ნაცნობობა, ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყება უცხოელთან. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ეს დღე შესანიშნავია დასაქორწინებლად და ოჯახური დღესასწაულების აღსანიშნავად.



მორიელი
საკუთარ გრძნობებს გამძლეობაზე გამოცდით. თქვენი თავისუფლება შესაძლოა, სხვა ადამიანის გამო შეიზღუდოს. არ შეიძლება, ახლობელ ადამიანს ყოველი ნაბიჯი უკონტროლოთ. ნამდვილი ურთიერთობის მხოლოდ ნდობაზე აწყობა შესაძლებელია.



მშვილდოსანი
თქვენი ცხოვრებისეული სიტუაციები ნელ-ნელა დალაგდება. შესაძლოა, კომპრომისული გადაწყვეტილებები მიიღოთ და თამამად იმოქმედოთ, რაც თქვენში საუკეთესო თვისებებს გააღვიძებს. წინასწარ იფიქრეთ საკუთარ ქმედებებზე, თქვენთვის აუცილებელია ცხოვრების დაგეგმვა კომუნიკაციის წრის გაფართოებასთან დაკავშირებით. ბევრს კარგი წარმოდგენა აქვს თქვენზე და ისარგებლეთ ამით.



თხის რქა
საქმეები დროებით გაჩერდება. ძალების აღსადგენად საუკეთესო საშუალება ინდივიდუალური მოქმედებებია და არა მასშტაბური ბიზნესი. თუ გსურთ, წარმატებებს მიაღწიოთ, ენდეთ ვარსკვლავების რჩევებს - იფიქრეთ სამოქმედო გეგმებზე და დაიწყეთ მათი განხორციელება.



მერწყული
თქვენი პირადი ცხოვრების აფიშირებაზე უარს იტყვით. შესაძლოა, რომანტიკული გრძნობები სწორედ ამ დღეს განიცადოთ. ასეა თუ ისე, ეს დღე საიდუმლო რომანტიკულ შეხვედრებს და მასთან დაკავშირებულ აღტაცებებს გპირდებათ. იცოდეთ, რომ საკუთარი კავშირებისა და გრძნობების დამალვა კარგა ხანს მოგიწევთ.



თევზები
შესაძლოა, მოგატყუონ და ინტრიგაში გაგხვიონ იმ ადამიანებმა, რომელთაც აბსოლუტურად ენდობით. გამოგიჩნდებათ ისეთი მტრებიც, რომელთა შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ. ნუ დახუჭავთ თვალს მიმდინარე მოვლენებზე. დამნაშავე უნდა დაისაჯოს! თუკი ამას გააკეთებთ, თქვენი რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაიზრდება, ხოლო სანაცნობო წრეში გავლენა და ავტორიტეტი დაეცემა.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge