სავაჭრო ქსელები მომხმარებლებს ფულს სძალავენ

  • რეზონანსი
  • 27 აპრილი 13:26, 2018 წელი

დედაქალაქის სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლებს თვალსა და ხელს შუა ატყუებენ. ხშირად კლიენტი იმაზე ძვირს იხდის, ვიდრე მას ჰგონია. მსგავსი ფაქტები ბოლო დროს უკვე ძალიან გახშირდა. 

ცალკე პრობლემაა ვადაგასული და წუნდებული პროდუქცია. სუპერმარკეტები და სავაჭრო ქსელები მსგავსი მაქინაციებით საკმაოდ დიდ ფულს შოულობენ. მომხმარებლები მასობრივად გამოთქვამენ ამის გამო პროტესტს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი იცვლება.

წყარო: რეზონანსი