26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

  • funtime.ge
  • 26 აპრილი 10:07, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს განვითარებული ცვლილებები აუცილებლად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ილუზიების დამარცხება თქვენი ღირებულებების გადაფასებას გამოიწვევს, ხოლო მეგობრებთან წარმოქმნილი პრობლემები მოულოდნელად რამდენიმე მათგანთან ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევს. მოერიდეთ სკანდალებს - შესაძლოა, თქვენი მახეში გაბმა მოინდომონ.



კურო
შესაძლოა, შეხედულებები შეგეცვალოთ. არასაჭირო ურთიერთობებისგან გათავისუფლებას შეეცდებით. კარგი იქნება, თუკი გარშემომყოფებთან ურთიერთობებში გაერკვევით, სწორად დაალაგებთ საკუთარ ღირებულებათა სისტემას და მოიშორებთ დაგროვილ ნეგატივს.



ტყუპები
ამ დღეს შეძლებთ, საკუთარი თავის შეფასებას და იმის გაცნობიერებას, ვინ ხართ, ბოლოს და ბოლოს. უჩვეულო მოგზაურობა გელოდებათ, რომელიც ახალ ნაცნობობასა და დიდ წარმატებას მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გაერთოთ, დატკბეთ ცხოვრებით და ყოველი წამით. თუკი შინაგანად თავს დაძაბულად გრძნობთ, გახსოვდეთ, რომ დიპლომატიური შესაძლებლობები, ტაქტი და უშუალობა წინა პლანზე უნდა დააყენოთ ყველაზე ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობაში.



კირჩხიბი
სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებთან მიმოწერას გადაწყვეტთ. ინფორმაციის მოძიებას შეეცდებით, მაგრამ საქმეში გართულს, გზად შემოგხვდებათ ადამიანი, რომელიც თქვენ მიმართ ინტერესს გამოიჩენს და თქვენც გაგიტაცებთ. მართალია, ძალიან არ გჯერათ გრძნობების და გირჩევნიათ, ახალი ნაცნობის ნაცვლად საყვარელი მეგობარი ნახოთ რეალურად. ნუ დაეჭვდებით ახლად გაცნობილ ადამიანში. ის იმედებს არ გაგიცრუებთ.



ლომი
ეს დღე შესანიშნავია მშვიდი დასვენებისა და აუჩქარებელი საქმეებისთვის. პარფიუმერიულ მაღაზიაში ახალი არომატის შერჩევა სიამოვნებას მოგანიჭებთ. დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით, მუსიკით, ლიტერატურით. შეეცადეთ, ახლობელი ადამიანები გვერდით გყავდეთ.



ქალწული
ეს დღე კარგია სუფთა ჰაერზე სამუშაოდ. აგარაკზე ეზოს ან საყვავილეების მოვლა ჭეშმარიტ სიამოვნებას მოგანიჭებთ. თქვენთვის სასარგებლო იქნება ღია სივრცეში ყოფნა და თუკი ამგვარი შესაძლებლობა მოგეცემათ, შანსი არ გაუშვათ ხელიდან.



სასწორი
შემოქმედებითად დატვირთული დღე გელოდებათ. ფანტაზიის უნარს ამ დღეს ყველაზე კარგად გამოავლენთ. შესანიშნავი დროა ქალებისთვის: თქვენი ბუნებრივი მიზიდულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რისი დახმარებითაც მიუღწეველსაც კი მიაღწევთ. გადააფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და ნუ მისცემთ სხვებს თქვენი მოტყუების საშუალებას.



მორიელი
ნათესავებთან ურთიერთობა ამ დღეს არ გამოგივათ. დიდი ალბათობით, პირადი პრობლემების გამო ნაკლებად სტუმართმოყვარე იქნებით. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სხვების დახმარებისა და ნდობის იმედი არ უნდა გქონდეთ.



მშვილდოსანი
ნერვიული გადატვირთვა, სტრესები, გაღიზიანება - ეს ყველაფერი ტრავმებს, ავარიებს, ხანძარს ან თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანას გამოიწვევს. ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად, ვარსკვლავები გირჩევენ, დამამშვიდებელი აბაზანა მიიღოთ, არომატული მარილითა და უხვი ქაფით.



თხის რქა
მთელი თქვენი სასიყვარულო და სექსუალური ცხოვრება შეგიძლიათ, იდუმალების ბურუსში გაახვიოთ. შეგიძლიათ, არ დამალოთ თქვენი რჩეული და ახლობელ ადამიანებს გააცნობთ. მისი დამოკიდებულება თქვენი მშობლების მიმართ შესაძლოა, თქვენს ურთიერთობაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.



მერწყული
ყველაზე მკაცრ შეზღუდვებს განიცდით იმ სფეროებში, რაშიც თავისუფალი და დამოუკიდებელი ხართ. მაქსიმალურად კარგად დაგეგმეთ საკუთარი ცხოვრება და დასახულ გეგმებს ნაბიჯითაც არ გადაუხვიოთ.



თევზები
ამ დღეს მოდუნდებით და თავს ნაკლებად ენერგიულად იგრძნობთ. ახლობლების ჩივილს მოისმენთ უფულობაზე, ყველაფრის უკმარისობასა და უსიამოვნებებზე. სტუმრების ან მშობლების მოსვლა თქვენთან ამ დღეს არასასურველია. გაატარეთ ეს დღე განმარტოებით.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge