რა დაავადებები ემუქრებათ ვერძს, კუროსა და ტყუპებს?!

  • funtime.ge
  • 25 აპრილი 11:01, 2018 წელი

ზოდიაქალური წრე 12 სექტორად არის დაყოფილი. ყოველი მათგანი სხეულის გარკვეულ ნაწილს და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს განაგებს. 


ეს განსაკუთრებით მაშინ ვლინდება, როცა ზოდიაქოს ნიშანში მავნე პლანეტები (მარსი, სატურნი, მთვარის კვანძები, მზე) იმყოფებიან.


 


ვერძი
ზოდიაქოს პირველი ნიშანი პასუხისმგებელია თავზე, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.
თავის ტკივილები და შაკიკი, თავბრუსხვევები და თავის ტრავმები - ყველაფერი ეს ვერძისთვის დამახასიათებელია.
გონებრივი დაძაბულობა თავს იჩენს უძილობაში ან ზედმეტ ძილიანობაში.
ამიტომაც ამ ნიშნის წარმომადგენლები თავს უნდა გაუფრთხილდნენ, ეს მათი ყველაზე მტკივნეული ადგილია.



 კურო
ზოდიაქოს ეს ნიშანი პასუხს აგებს სახესა და კისრის ზედა ნაწილზე. მისი მმართველი ვენერა სილამაზესთან და ხმასთან ასოცირდება. ამიტომაც ვერძებს შესაძლოა, პრობლემები ჰქონდეთ მხედველობასთან, თვალებთან და კბილებთან.
კუროს  ემუქრება ცხვირსა და ყელთან დაკავშირებული ანთებითი დაავადებები. 


ტყუპები
ეს ნიშანი მართავს ყელის ქვედა ნაწილს და ნაწილობრივ ფილტვებს. ამიტომაც მას ბრონქიტი, პნევმონია და ხველა ემუქრება.
ტყუპების გავლენის კიდევ ერთი სფეროა ხელები. ამიტომაც მათ ზედა კიდურების ტრავმები და ხელის კანკალიც ემუქრებათ.
ამას გარდა, ამ ნიშანს ნერვული ქსოვილების დაზიანებისადმი აქვს მიდრეკილება.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge