"მეგობარს, რომელიც მღალატობს, მადლობას არ ვეტყვი, წამოვარტყამ და ვაგინებ კიდეც..."

  • სხვადასხვა
  • 23 აპრილი 10:55, 2018 წელი

მეგობარს, რომელშიც ამხელა შრომა მაქვს ჩადებული, სამჯერ ჩემი ფულით ვუმკურნალე, სახლი მივეცი, სამსახური, ჩემი ჯიბიდან, ყოველთვე 1600 ლარს ვაძლევ, მადლობას არ ვეტყვი, წამოვარტყამ კიდეც და ვაგინებ, მაგრამ ვერ გავწირავ.

ამის შესახებ ძაღლების თავშესაფარის მფლობელი, თამაზ ელიზბარაშვილი ჟურნალ "თბილისელებთან " ინტერვიუში აცხადებს.


"ვასილ იგივე ბადრი ებრალიძე, ვისაც მე თავში ხელი წამოვარტყი, არის ადამიანი, რომელიც ჩემი ბავშვობის, ტრუსიკის მეგობარია, ერთ უბანში გავიზარდეთ,სასმელისკენ არის მიდრეკილი, სამჯერ მეწვა საავადმყოფოში სამკურნალოდ. მამა არ ჰყავს და დედასთან იზრდებოდა. რადგან ჩემი ბავშვობის მეგობარია ხელს ვერ ვკრავ, ასე რომ მოვიქცე სიცოცხლე ნაგვის ურნასთან უნდა დაასრულოს, როგორც ბომჟმა. ეს დედააფეთქებული, მისმა ორგანიზმმა გამოიმუშვა იმუნიტეტი და ამპულაჩადგმულმა ისევ დაიწყო სმა. ერთი ჭიქა საკმარიასია რომ გააპათოლოგოს.2015 წელს სტიქიამ სახლი დაუნგრია, ჩემი სახლი დავუთმე, სამსახური მივეცი, ამდენს ვუკეთებ. სამუშაო საათებში რომ სვამს და საჭესთან ნასვამი ჯდება, რამე უბედურება რომ მოხდეს , დაეჯახოს ადამიანს, ვის მოკითხავენ პასუხს? ის ხომ დაღუპულია და მეც მხვევს შარში. იმ დღეს სამი დღის მიტოვებულ ძაღლთან წავედი, გამოვიძახე სამაშველო ბრიგადა და ბადრი მთვრალი დაჯდა საჭესთან, არც აღჭურვილობა წამოიღო, ფეხზე ძლისვ იდგა, თქვენ რას იზამდით? ვუთხარი, რატომ მღალატობ გინდა შარში გამხვიო და ციხეში წავიდე-თქო და იცით რა მიპასუხა? როცა ხოში მაქვს, მაშინ დავლევო. ეს რომ მითხრა თავშიც წამოვარტყი, ვაგინე, მაგრამ სამსახურიდან არ გამიგდია. რომ გავაგდო ვინ მიხედავს?"

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა