რუსეთში პუტინის შეურაცხყოფისთვის 3-დან 6 წლამდე პატიმრობას აწესებენ

  • რეზონანსი
  • 21 აპრილი 23:31, 2018 წელი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეურაცხყოფა სიხლის სამართლის დანაშაული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში მოქალაქეებს პუტინის შეურაცხყოფისთვის ციხეში ჩასვავენ.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, ეს კანონი არ იმუშავებს, მაგრამ მას პრევენციული ხასიათი ექნება.


ცნობისათვის, რუს დეპუტატთა ჯგუფის მიერ სახელმწიფო დემაში ინიცირებული კანონპროექტი "პრეზიდენტის პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ". კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფისათვის გათვალისწინებული იყო ჯარიმა 50 ათასიდან 1 მილიონ რუბლამდე (დაახლოებით 200-დან 40 000 ლარამდე) შეურაცხყოფის ხარისხიდან გამომდინარე. თუმცა, იმ ვერსიაში, რომელსაც დუმა განიხილავს, პრეზიდენტის შეურაცხყოფა ისჯება პატიმრობით 3-დან 6 წლამდე.


`პრეზიდენტის შეურაცხყოფის ყველაზე მეტი შემთხვევები სოციალური ქსელის საშუალებით ხდება. ჩვენს ლიდერს ხალხმა პატივი უნდა სცეს. პრეზიდენტის შეურაცხყოფა ნიშნავს რომ ადამიანი პატივს არ სცემს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას", - ნათქვამია კანონპროექტის ინიციატორთა განცხადებაში.


"კანონით ვერც ვერავის შეაყვარებ და ვერც შეაძულებ, ეს არის ხალხის შინაგანი განწყობა", - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე დუმის მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტს.


მისი აზრით, ეს კანონი ვერ იმუშავებს, თუმცა მას შესაძლოა ჰქონდეს პრევენციული ხასიათი.


"ამ მუხლმა პუტინი უნდა დაიცვას, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი 18 წელია პრეზიდენტია და ახლა ღებულობენ ამ კანონს, როცა მოღვაწეობის ბოლო 6 წელი დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ საფრთხეს ხედავენ.


"ბოლო პერიოდში ინტერენტში ძალიან გახშირდა პუტინისადმი შეურაცხმყოფელი სიტყვები. შეიძლება ითქვას მონაგონია სააკაშვილის მიმართ გამოთქმული ეპითეტები.


ის, რომ აიძულო ადამიანები კორექტურები იყვნენ, მემგონი არაეფექტურია. ამიტომ არა მგონია ამ კანონმა იმუშაოს. თვითონ პრეზიდენტისთვის იქნება შეურაცხმყოფელი, რომ სასამართლოებმა მასობრივად დაიწყოც საქმეების განხილვა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამ პუტინს სულელი, ან დიქტატორი უწოდა.


"არ მგონია ამან იმუშავოს. უბრალოდ შეიძლება პრევენციის როლი შეასრულოს და ჟურნალისტები უფრო თავშეკავებული გახდნენ", - უთხრა "რეზონანსს" ცინცაძემ.


მისივე თქმით, დუმაში იციან, რომ პუტინისადმი შეურაცხმყოფელი ეპითეტები გაზირდება და იმიტომაც გადაწყვიტეს ახლა ამ კანონის მიღება.


"ეს კანონს მაინც მაინც ახლა იმიტომ იღებენ რომ რუსეთი სრულ იზოლაციაში ექცევა. მიდის ქვეყნის მარგინალიზაცია და ელოდებიან, რომ პრესა უფრო მკაცრი ირონიული იქნება და სატირა გაძლიერდება.


ეს არის პრევენცია დუმა ახლა დასწრებაზე თამაშობს. სოცილურ ქსელებს აქცევენ ყურადღებას სწავლობენ კრემლში და ხედავენ მოსახლეობის განწყობა საით მიდის. ამით ხელოვნურად ცდილობენ ერთი ადამიანის დაცვა.


კანონით ვერც ვერავს შეაყვარებ და ვერც შეაძულებ ეს არის ხალხის შინაგანი განწყობა. პუტინს ხალხის იმედი აღარ აქვს და ამიტომ იშველიებს ასეთ რეპრესიულ სადამსჯელო მექანიზმს", - გვითხრა პოლიტოლოგმა.

წყარო: რეზონანსი