კაბუ: არ შეიძლება ვიღაცას მიადგე და დასაჯო იმისთვის, რომ ბარში რაღაც მოწია

  • სარკე
  • 18 აპრილი 13:46, 2018 წელი

მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ 3 წლის წინ საფრანგეთში სამკურნალოდ წავიდა რომ ნარკოტიკებისთვის თავი დაენებებინა.



წელიწადნახევრის განმავლობაში იმკურნალა და საკუთარ თავზე გაიმარჯვა. დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს.


დღს შსს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს რომ საფრანგეთში კაბუ დააკავეს. გთავაზობთ ფრაგმენტს რეპერთან ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალმა "სარკემ" დღეს გამოაქვეყნა.


- კახა, თქვენს კოლეგას გიორგი გიორგანაშვილს, მძიმე ბრალდება აქვს წაყენებული. რას ფიქრობთ ამ საქმეზე?


_ ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. ბახალას ვიცნობ და მისგან წამლის გაყიდვა არასდროს მინახავს. სამართალდამცველების არ მჯერა, არც ერთი ხელისუფლების არ მჯეროდა. რადგან ჩემს სამშობლოზე არავინ ფიქრობს. 3 წელია საფრანგეთში ვარ და საქართველოში ვინ არ გაყიდა და ვინ რა იყიდა აზრზე არ ვარ.


გიორგი ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს, საერთოდ ნარკორეალიზატორების მიმართ კარგად განწყობილი არ ვარ. არ მიყვარს ისინი და პატივს არ ვცემ. ვერაფერს გეუბნებით, რადგან არ ვიცი რა ხდება. ბევრი მაგალითი ვიცი, რომ ცაუდიათ და გაუწირიათ. ბახალას წირავენ, რაღაცაშია საქმე, ოღონდ არ ვიცი რაში. საქმე ისე არ არის, როგორც ყველას ჰგონია, მანდ სულ სხვა რამეა.


_ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მომხრეა მოძრაობა "თეთრი ხმაური" თქვენ ერთვებით აქციაში?


_ საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ მანდ "წამალი" ლეგელურად გაიყიდოს - დავიღუპებით! მაგრამ არ შეიძლება ვიღაცას მიადგე და სასტიკად დასაჯო იმის გულისთვის, რომ ფეხი გადაუბრუნდა ან ბარში რაღაც მოწია და 3 წლით მართვის მოწმობა ჩამოართვა. ეს სასაცილოა. 


_ საფრანგეთში ამ მხრივ როგორ არის აქმე?


_ ჩვეულებრივად, ლამაზად. ქუჩაში არავინ გაშარდვინებს. თუ ნარკოტიკების მომხმარებელი ხარ, მეტადონი პროგრამაში გსვამენ. თუ ნარკოტიკს ყიდი გიჭერენ.


_ საფრანგეთში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც ხომ იყო, რომ ნარკოტიკებისთვის თავი დაგენებებინათ?


_ ერთ-ერთი კი არა, პირველი მიზეზი იყო რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა და ცოტა აზრზე მოვსულიყავი. დაშინებული დავდიოდი ცხოვრება აღარ მინდოდა.


_ მკურნალობის კურის დაასრულეთ თუ გრძელდება?


_ დავასრულე, ფხიზელი ვარ და მალე საქართველოშიც ჩამოვალ.

წყარო: სარკე