50 წლის ქალი სანტექნიკოსების გაუპატიურების მცდელობისთვის გაასამართლეს

  • funtime.ge
  • 6 აპრილი 12:28, 2018 წელი

ახლახან ფრანგულმა სასამართლომ განიხილა საქმე, რომელმაც საზოგადოების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. 

საქმე ორი სანტექნიკოსის გაუპატიურების მცდელობას ეხებოდა და ბრალდებული 50 წლის ქალბატონი გახლდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, სანტექნიკოსები ქალბატონის სახლში დაზიანებული გათბობის სისტემის შესაკეთებლად მივიდნენ. ხელოსნები რადიატორებს ათვალიერებდნენ, როცა ქალბატონი ოთახში შევიდა და კატეგორიულად მოითხოვა, რადიატორების შეკეთების შემდეგ, სანტექნიკოსები მის საძინებელში შესულიყვნენ.

როგორც გაირკვა, სანტექნიკოსების სურვილი ბინის პატრონის მოთხოვნას არ შეესაბამებოდა, თუმცა ქალი უკან დახევას არ აპირებდა. მან სახლის კარი გასაღებით ჩაკეტა და ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა, სახეში გაარტყა.
საბოლოოდ, მამაკაცებმა სამუშაო იარაღები მიატოვეს და ფანჯრიდან გაქცევით უშველეს თავს.

სასამართლომ სანტექნიკოსებზე მოძალადეს 12-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა და მორალური ზიანისთვის მიყენებისთვის დაზარალებულებისთვის 1200 ევროს გადახდა დააკისრა.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge