შეცდომები, რომლებსაც ქალები ფეხების გაპარსვისას უშვებენ

  • funtime.ge
  • 6 აპრილი 12:27, 2018 წელი

თუკი ფეხზე ზედმეტი თმის მოსაშორებლად საპარსი მოწყობილობით სარგებლობთ, მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. 

როდის არის სასურველი ფეხის გაპარსვა:
მიიჩნევა, რომ ფეხის გაპარსვა ყველაზე კარგია შხაპის ქვეშ დადგომიდან 15 წუთში. ამ პერიოდში სხეულზე თმა რბილდება და ფოლიკულები იხსნება.


ფეხის გაპარსვა მშრალ კანზე:
ამ პროცედურის ჩატარება მშრალ კანზე არასასურველია - მიღებულ შედეგთან ბრძოლა დიდხანს მოგიწევთ. უმჯობესია, გაპარსვის დროს ლოსიონით ან საპარსი კრემით ისარგებლოთ, მაგრამ არა ჩვეულებრივი საპნით, რადგან საპნის შემთხვევაში საპარსი დანადგარი მარტივად ვერ „მოძრაობს“ ფეხზე.


ფეხის გაპარსვა თმის ღერის ზრდის საპირისპიროდ:
თუკი მგრძნობიარე კანი გაქვთ, ფეხი ჯერ თმის ზრდის მიმართულებით უნდა გაიპარსოთ, შემდეგ კი - საპირისპიროდ. ამგვარად კანზე გაღიზიანებას აირიდებთ თავიდან. თან, გახსოვდეთ, რომ გაპარსვის შემდეგ ფეხს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ასე რომ, ისარგებლეთ პარსვის შემდეგ კრემით, რომელიც თქვენი კანის ტიპს მიესადაგება.


 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge