5 ცნობილი ადამიანი, ვინც თავის ნათესავზე დაქორწინდა

  • funtime.ge
  • 6 აპრილი 12:27, 2018 წელი

სისხლით ნათესავებს შორის ქორწინება, მორალური ფაქტორის გარდა, მედიცინის თვალსაზრისითაც სარისკო ნაბიჯია, რადგან ასეთი კავშირის შედეგად დაბადებულ ბავშვებში გენეტიკური დაავადებების საფრთხე ძალიან დიდია. 

გამორიცხულია, ეს არ სცოდნოდათ აქ ჩამოთვლილ წყვილებს, თუმცა...


1. აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, დედის აკრძალვის მიუხედავად, შორეულ ნათესავზე ელეონორაზე დაქორწინდა. წყვილს ექვსი შვილი შეეძინა;




 
2. უდიდესი კომპოზიტორის იოჰან სებასტიან ბახის მეუღლე მისივე ბიძაშვილი გახდა. წყვილმა ერთად 13 წელი იცხოვრა და შვიდი შვილი შეეძინა, რომელთაგან სამი პატარაობაში გარდაიცვალა;





3. ამერიკის პრეზიდენტი და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ავტორი თომას ჯეფერსონი ქვეყანას 1801-1809 წლებში მართავდა. 1772 წელს ჯეფერსონი შორეულ ბიძაშვილზე დაქორწინდა და მასთან ექვსი შვილი შეეძინა. მარტა სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა და ვინაიდან ჯეფერსონს მეორე ცოლი აღარ მოუყვანია, ქვეყნის პირველი ლედის ტიტული პრეზიდენტის უფროსმა ქალიშვილმა მიიღო;





4. გენიალური მეცნიერი ალბერტ აინშტაინი პირველ ცოლთან განქორწინების შემდეგ საკუთარ ბიძაშვილზე, სამი წლით უფროს ელზაზე დაქორწინდა. ამბობენ, რომ ქალების მოყვარული მეცნიერი უმცროსი გერის - მარგოსა და ბიძაშვილის უფროსი ქალიშვილის ილზეს სარეცელსაც იზიარებდა;





5. ინგლისელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური ჩარლზ დარვინი, ასევე, საკუთარ ბიძაშვილზე ემაზე დაქორწინდა. წყვილს 11 შვილი შეეძინა, თუმცა სამი მათგანი ადრეულ ბავშვობაში გარდაიცვალა. დანარჩენები კი მთელი ცხოვრება უმძიმესი დაავადებებით იტანჯებოდნენ. დარვინი მშვენივრად ხვდებოდა, რომ შვილების ავადმყოფობის მიზეზი მშობლების ნათესაური კავშირი გახდა.


სრული ვერსიის ნახვა funtime.ge