ფინანსისტების პროგნოზით ლარი 2,36-მდე გამყარდება

  • რეზონანსი
  • 4 აპრილი 00:22, 2018 წელი

რამდენიმე დღეა, ეროვნული ვალუტა დიდი სისწრაფით მყარდება და როგორც ჩანს, აღებულ კურსს საშუალოვადიან პერიოდშიც შეინარჩუნებს. 

"რეზონანსის" პროგნოზი ამჯერადაც გამართლდა და წინასადღესასწაულო დღეებში ეროვნული ვალუტა 2,40-იან ნიშნულს ჩამოსცდა. რევალვაციის პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ საქმეში ეროვნული ბანკი ჩაერია და ლარის გამყარებას 20 მლნ დოლარის შესყიდვით შეუშალა ხელი. მიუხედავად ამისა, ფინანსისტები ამ დღეებში გაცვლით კურსს 2,36-ის ფარგლებში ვარაუდობენ.

წყარო: რეზონანსი