3-წლიანი დავა სასკოლო ავტობუსისათვის

  • რეზონანსი
  • 2 აპრილი 12:53, 2018 წელი

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ბავშვებს ყოველდღიურად სკოლაში მისასვლელად 6 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.

ხონის რაიონის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორი მინდია გველებიანი უკვე 3 წელია, მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის გამოყოფას ამაოდ ითხოვს.


იგი ამ საკითხის დაბლოკვაში ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ჯულიეტა ქობალიას ადანაშაულებს, თავად ქობალიას მტკიცებით კი, სკოლა კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ მისთვის გაუგებარია გველებიანის ბრალდება.

წყარო: რეზონანსი