სოფო ბედია: ,,მიშა ჩემი Facebook-დან კომენტარებსაც წერს, რა პრობლემაა?"

  • funtime.ge
  • 19 მარტი 16:13, 2018 წელი

მომღერალ სოფო ბედიას ქმარ მიშა მესხზე ინტერნეტსივრცეში ხუმრობა არ წყდება. მას თავისი Facebook გვერდი არ აქვს, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამბებს აქტიურად ეცნობა. საინტერესოა, წყვილი ერთი ფეისბუქგვერდით ხომ არ სარგებლობს? 

- სოფო, მიშაზე ინტერნეტსივრცეში ამდენს რომ ხუმრობენ, რა რეაქცია გაქვთ? 
- ამაზე ჩვენ ბევრს ვხალისობთ. მიშამ Facebook თავის გადაწყვეტილებით გააუქმა. დავიღალეო, მითხრა. ახლა კი ერთად ვღადაობთ. ხალხო, მთავარია, არ იტიროთ და იცინეთ რამდენიც გინდათ! 


- სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურები ხართ. ერთი Facebook-ით ხომ არ სარგებლობთ?
- ჩემს Facebook-თან ხშირად ერთად ვსხედვართ, თუმცა იმას ვერ გეტყვით, რომ მიშა გამუდმებით ჩემს Facebook-შია. ჩემი სახელით კომენტარებსაც წერს, რა პრობლემაა?

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge