ანგელა მერკელი – კანცლერი მეოთხე ვადით

  • M2B
  • 14 მარტი 13:50, 2018 წელი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის პოსტზე ქვეყნის პარლამენტმა ანგელა მერკელი მეოთხე ვადით აირჩია.

ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის კანდიდატურას მხარი ბუნდესტაგის 364–მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 315 დეპუტატი და თავი მხოლოდ ცხრამ შეიკავა.

ფედერალური პრეზიდენტი ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი მერკელს დღესვე გადასცემს კანცლერის პოსტზე დანიშვნის სიგელს. ამის შემდეგ ანგელა მერკელი უკვე მეოთხედ დადებს ფიცს ბუნდესტაგისა და ბუნდესრატის წევრების წინაშე. ამის შემდეგ პრეზიდენტისგან თანამდებობებზე დანიშვნის სიგელებს მინისტრთა კაბინეტის წევრებიც მიიღებენ და ისინიც დადებენ ფიცს. დღის მეორე ნახევარში ახალი მთავრობის პირველი სხდომაც გაიმართება.

განანგრძეთ კითხვა:

სრული ვერსიის ნახვა M2B