5 საუკეთესო იურისტი ზოდიაქოს ნიშნებიდან

  • funtime.ge
  • 10 მარტი 15:45, 2018 წელი

დღეს გიამბობთ ზოდიაქოს იმ ნიშნებზე, რომლებსაც თავიანთი უნარ-ჩვევების წყალობით იურისტად მუშაობა ძალიან გაუადვილდებათ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებს პლანეტა იუპიტერი მართავს, რომელიც სამართლიანობასა და კანონის პატივისცემაზეა პასუხისმგებელი. მშვილდოსნებისთვის ყველაზე შესაფერისი პროფესია ადვოკატობაა, განსაკუთრებით სამოქალაქო სამართლის კუთხით. ამგვარი სამუშაო მშვილდოსანს თვითკმაყოფილებასა და თავდაჯერებულობას შესძენს. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მშვილდოსნებს უცხო ქვეყნების წესებისა და ჩვეულებების შესწავლა მოსწონთ, მაშინ საერთაშორისო სამართლის სფერო მათი ინტერესების კიდევ ერთი ნაწილი გახდება.



სასწორი
ზოდიაქოს ამ ნიშნის სიმბოლო სასწორია, რომელიც თემიდას უჭირავს ხელში. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს კამათში ორივე მხარის თვალსაზრისის დანახვა შეუძლიათ. მათთვის ყველაზე უფრო მისაღები საოჯახო სამართალია. ასევე, შეუძლიათ კომპანიებში იურისკონსულტებად მუშაობა.



მორიელი
იურისტის პროფესია ხშირად სტრესთანაა დაკავშირებული. კლიენტები ხშირად სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში იმყოფებიან, რასაც წყლის ეს ნიშანი კარგად ამჩნევს.
მორიელისთვის ყველაზე მისაღები სამუშაო სფეროებია: მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები; საგადასახადო ინსპექციაში სამსახური, სისხლის სამართლის საქმეები.



ქალწული
ზოდიაქოს ამ ნიშანს დაკვირვებულობა და სკრუპულოზულობა ახასიათებს. ეს თვისებები იურისტებს საქმიანობაში ძლიერ ეხმარება. ქალწული ადვილად უმკლავდება ნებისმიერ დოკუმენტსა და განცხადებას.
ქალწულებისთვის უფრო მისაღებია შრომის კანონმდებლობის საკითხები, დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის უფლებრივი დავების განხილვა. ამას გარდა, მათ დააინტერესებთ საგადასახადო სპეციალიზაცია, სამუშაო აუდიტორულ ანდა კონსალტინგურ კომპანიებში.



ვერძი
ვერძი შრომისმოყვარე, მიზანმიმართული და ჯიუტია. ამ თვისებების გარეშე იურისტი არ არსებობს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ უყვართ აჩქარება, რაც დასაფასებელია საკანონმდებლო აქტებთან მუშაობისას. მათგან კარგი იურისკონსულტები გამოდიან. ასტროლოგიის მიხედვით, ვერძი კარგად მართავს მატერიალურ სახსრებს, ამიტომაც მას ფინანსური სფეროც დააინტერესებს.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge