ჭამე, დალიე, ილოცე - აფრიკაში ალკოჰოლის მოყვარულებისთვის ეკლესია გახსნეს

  • funtime.ge
  • 6 მარტი 11:59, 2018 წელი

ეს გაბოლას ეკლესიაა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგის მახლობლად მდებარეობს და თავის მრევლს ღვთისმსახურების დროს ალკოჰოლური სასმელის მიღებისკენ მოუწოდებს. სიტყვა გაბოლაც, ადგილობრივთა ენაზე, სასმელს ნიშნავს.

ეკლესიაში ნათლობის რიტუალი იმ ალკოჰოლური სასმელის გამოყენებით მიმდინარეობს, რომელსაც მოსანათლი სუბიექტი აირჩევს.
ალკოჰოლურ სასმელს აქტიურად იყენებენ ქადაგებების დროსაც.
ახალი ეკლესიის დამაარსებლის ციეცი მაკიტის თქმით, ეკლესიის შექმნის მიზანი ტრადიციული ეკლესიისგან გაძევებული ადამიანების შეფარება და მათთვის მშვიდი და უსაფრთხო ადგილის მიცემა იყო.

„ჩვენ სიხარულით ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ტრადიციულმა ეკლესიამ ლოთობაში ამხილა და განდევნა. ეს ადგილი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც ღმერთის სახელით იკრიბებიან და საკუთარი ლოთობის გამო არ რცხვენიათ. აქ ყველას შეუძლია ჭამოს, დალიოს და ილოცოს ისე, რომ არავინ განსაჯოს მათი საქციელი“, - ამბობს მაკიტი.

მაკიტის ეკლესიას 500-კაციანი მრევლი ჰყავს. ხოლო აქ ლუდითა და ვისკით უკვე 2000-მდე ადამიანია მონათლული. ამ დროისთვის მრევლის ყველა წევრი მამაკაცია, თუმცა მაკიტი გეგმავს, ეკლესია უფრო გახსნილი გახადოს.
„ქალებს არ ვუშვებთ იმიტომ,რომ აქ გამუდმებით ნასვამი მამაკაცები არიან და კონფლიქტებს ვერიდებით. ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ქალებს მოგვიანებით, როცა მრევლი ამისთვის მზად იქნება“, - აცხადებს მაკიტი.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge