ნიღაბი, რომელიც ბოტოქსს დაგავიწყებთ - სცადეთ ერთხელ და გახდით სასწაულის მოწმე

  • funtime.ge
  • 6 მარტი 09:00, 2018 წელი

ფიქრობთ, დროა, ბოტოქსს  მიმართოთ? გთავაზობთ, ეს გასაოცარი ნიღაბი გამოსცადოთ, რომელიც სახის კანზე ბოტოქსზე უკეთ იმოქმედებს.

ამ ნიღაბს აქვს დაბერების საწინააღმდეგო თვისება და პირველივე მოხმარებაზე შენიშნავთ, რომ სახის კანი მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ.


მომზადებისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ოთხი პროდუქტი: ავოკადო, კაკაო (ფხვნილი), თაფლი და დარიჩინი.


თაფლი შეიცავს ნატურალურ ზეთს და კანი ელასტიკურობას იძენს;
კაკაო შესანიშნავი პროდუქტია, რადგან მასში შემავალი ანტიოქსიდანტები აძლიერებს კოლაგენის ბოჭკოების დაცვას;
ავოკადო დაბერების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და აქრობს იმ ნაოჭებს, რომლებიც უკვე ჩანს თქვენს სახეზე;
ხოლო დარიჩინი, კიდევ ერთი გასაოცარი პროდუქტი, შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, უნიკალურ ეთერზეთებს, რომლებიც ეფექტური, ბუნებრივი ტონიკია.


ნიღბის მოსამზადებლად საჭიროა:
ავოკადო
კაკაო - 3 სუფრის კოვზი
თაფლი - 2 ჩაის კოვზი
დარიჩინი - ჩაის კოვზი


მომზადების წესი:


ზემოჩამოთვლილი პროდუქტები ერთმანეთში გადაურიეთ და მიღებული მასა შეიზილეთ სახეზე.
25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


საუკეთესო შედეგის მისაღებად ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთეთ.


არ დაიზაროთ, სცადეთ!


 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge