დათო ლიკლიკაძე - "თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეც ვიმშობიარე"

  • სარკე
  • 28 თებერვალი 12:42, 2018 წელი

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე შვილის დაბადებით გამოწვეულ ემოციებს ჟურნალ"სარკესთან" იხსენებს და ამბობს, რომ შვილები კიდევ უნდა.

- ეს სასწაული შეგრძნებაა! შვილმა ყვალანაირად შემცვალა, ცოტა ფრთხილიც გამხადა. ქუჩაში ორსულს ან ბავშვიან ქალს რომ დავინახავ, ჩემთვის ვილოცები თუ ვლოცავ, მინდა, რომ ყველა დედა, ყველა ბავში ბედნიერი იყოს. ადრე ასეთი რაღაცეები არ მჭირდა. ქუჩაში ჭიანჭველასაც არ ვადგამ ფეხს, რომ მერე რამის გამო არ დავისაჯო. სულ სხვანაირი გავხდი. ვხვდები, რომ მარტო მე აღარ ვარ, მყავს შვილი, მეუღლე და უკვე ძალიან ბევრ რამეზე მიწევს პასუხისმგებლობა.


- შვილის დაბადებას ხომ არ დასწრებიხართ?


-  თვითონ პროცეს - არა, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამშობიაროში ვიყავი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქეთ, გვერდით, მეც ვიმშობიარე. ქმრები შვილების დაბადებას ესწრებიან, მათ ამხნევებენ, მე ასე არ შემიძლია. ისე თავი არ დავზოგე, იმდენი ვინერვიულე.


- სქესს არ ჰქონდა მნიშვნელობა?


- აბსოლუტურად - არა. სულ მქონდა იმის შეგრძნება, რომ გოგო იქნებოდა და, როცა გავიგე, ასე იყო, ისე გამიხარდა.... მაინც მგონია, რომ გოგონები მშობლებისთვის განსაკუთრებით  თბილები არიან. მიმაჩნია, რომ ქალები უფრო სენსიტიურები არიან მშვიდობის, სიკეთის მიმართ. მინდა, შვილი კიდევ მყავდეს.


- ვის ჰგავს პატარა?


- ჯერ ვერ გავარკვიეთ. მეუღლეს ვეუბნებოდი, ხომ ნამდვილად ჩვენი შვილია, არც ერთ გვგავს-მეთქი, მაგრამ ნამდვილად ჩვენი შვილია, მშობიარობა გადაღებული აქვთ. 


_ რამე საჩუქარი თუ გაუკეთეთ ცოლს, როცა შვილი გეყოლებათ?


_ დავახვედრე სიურპრიზი, რაშც ჩემი და, დისშვილები, დედაჩემი მომეხმარნენ. სახლი მოვრთეთ ბუშტებით, რაღაცეები შევცვალეთ, ბავშის სახელი გამოვჭერით....


_ როგორ გაზრდით თქვენს შვილს? რა თვსებები გინდათ, რომ ჰქონდეთ?


_ ალბათ იუმორი ექნება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იუმორი ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არის. იმას არ ვამბობ, ანეკდოტები უნდა მოჰყვეს, მაგრამ მოსწრებული პასუხი და ენაკვიმატობა კარგია. მომწონს, როცა ადამიანი ხუმრობს და თუ არ ხუმრობს იცინის მაინც სხვის ხუმრობაზე. ისიც არ არის აუცილებელი სულ გაცინებული დადიოდე, მაგრამ ხანდახან უნდა ხუმრობდე.

წყარო: სარკე