უცნაური სექსრეკორდები - ნუ ეცდებით მათ გამეორებას!

  • funtime.ge
  • 22 თებერვალი 23:25, 2018 წელი

აღმოჩნდა, რომ რეკორდი ყოველთვის სპორტთან არ ასოცირდება და ეს სიტყვა სექსსაც უკავშირდება. თუმცა აქ უკვე რეკორდები ისეთი უცნაური ხერხებით მიიღწევა, ნამდვილად გაოცებული დარჩებით. ჩვენი რჩევაა, ნუ ეცდებით მათ გამეორებას!

ყველაზე გრძელი პენისი


ამერიკელი მსახიობი ჯო ფელკონი არა მხოლოდ თავისი ნიჭის დამსახურებით გახდა ცნობილი, არამედ საკუთარი პენისის ზომითაც: მშვიდ მდგომარეობაში მისი პენისის სიგრძე 20,32 სმ-ია, ხოლო აღგზნებული - 34,29 სმ. ერთხელ, ფელკონი აეროპორტში შემოწმების დროს დააკავეს, რადგან სკანერმა მსახიობის შარვალში „უცნაური ნივთი“ დააფიქსირა. მას შემდეგ, ჯონმა პირობა დადო, რომ მომდევნო გაფრენის დროს სპეციალურ, ვიწრო საცვალს ჩაიცვამდა, რათა დაცვასთან პრობლემები არ შეჰქმნოდა.


 



 
ყველაზე შორი ეაკულაცია


რთულია იმის წარმოდგენა, როგორ მოუვიდა ჰორსტ შულცს შორ მანძილზე ეაკულაციის იდეა, მაგრამ რეკორდი აშკარად დაფიქსირდა: კაცმა სპერმა 6 მეტრის სიგრძეზე „გაისროლა“. თუმცა, რეკორდი, როგორც ჩანს, ცოტა იყო, რადგან შულცმა კიდევ ორი „გასროლა“ განახორციელა 3 მეტრისა და 76 სანტიმეტრის სიმაღლეზე. შულცი ამაზეც არ გაჩერდა და მომდევნო რეკორდი მასტურბაციის დროს ხელის სიჩქარეზე დაამყარა - მასტურბაციის დროს შულცის ხელის სიჩქარე 48 კმ/სთ-ში იყო.


 



პარტნიორების ყველაზე დიდი რაოდენობა დღე-ღამეში


რეკორდი ამერიკელ პორნოვარსკვლავს ლიზა სპარკს ეკუთვნის, რომელმაც 24 საათში 919 კაცს „უმასპინძლა“. მთელი ამ დროის განმავლობაში ლიზას ქმარი მოსაცდელ დარბაზში იმყოფებოდა და მეუღლეს გულშემატკივრობდა.


 



 
ყველაზე ძლიერი ვაგინა


ვაგინით სიმძიმის აწევაში მსოფლიო რეკორდი ტატიანა კოჟევნიკოვამ მოხსნა, ინტიმური კუნთებით მან 14-კილოგრამიანი გირის აწევა და გაჩერება შეძლო.


 



ყველაზე ხანგრძლივი მასტურბაცია


სან-ფრანცისკოში ფესტივალი Masturbate-a-Thon ყოველწლიურად იმართება, რომელშიც 300-დან 600 ადამიანი მონაწილეობს - ყველა მათგანი „დიდებული მასტურბატორის“ ტიტულისთვის იბრძვის. დიდი ხნის განმავლობაში ეს ტიტული ეკუთვნოდა ქალს - ნორინა დვორკინს, რომელიც 6,5 საათის განმავლობაში მასტუბრირებდა. თუმცა, 2008 წელს ნორინას რეკორდი იაპონელმა მასანობუ სატომ მოხსნა - მან 9 საათითა და 33 წუთით შეძლო მასტურბირების გახანგრძლივება. 2009 წელს მასანობუმ საკუთარი რეკორდი მოხსნა - თვითდაკმაყოფილების სეანსი 9 საათი და 58 წუთი გაგრძელდა.


 



ყველაზე დიდი ორგია


მასობრივ სექსში იაპონელები გამორჩეულები არიან. 2009 წელს 250 კაცი და 250 ქალი მიტოვებულ ტერიტორიაზე შეიკრიბა, რათა ერთდროულად დაკავებულიყვნენ სექსით. პროცესი ვიდეოკამერაზე დაფიქსირდა, ხოლო დისკი შემდეგ გაყიდვაში გაეშვა.


 



ყველაზე მოხუცი ქალიშვილი.


შოტლანდიელი კლარა მიდმორი 105 წლის ასაკში გინესის წიგნში მოხვდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მან საიდუმლოს გამხელა და აღიარა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ქალიშვილი იყო. „ჩემ დროს სექსუალური კავშირი მხოლოდ ქმართან იყო მიღებული. მე კი, ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დავიფიცე, რომ არასდროს გავთხოვდებოდი“, - ყვება კლარა. ის დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ქალიშვილობის დამსახურებით იცოცხლა ამდენი წელი. მის მიდმორი 2011 წელს 108 წლის ასაკში გარდაიცვალა.


 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge