დოდო გუგეშაშვილის ქალური ისტორია - მხედრიონელი პირველ სიყვარულსა და ციხეში გატარებულ წლებზე

  • სარკე
  • 21 თებერვალი 12:54, 2018 წელი

მხედრიონელი დოდო გუგეშაშვილის ბიოგრაფია მძიმე მომენტებით არის სავსე. ჟურნალი "სარკე" ერთი წლის წინ დოდო გუგეშაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს, დღევანდელ ნომერში აქვეყნებს.

გთავაზობთ მასალიდან ამონარიდს:


_ დოდო, თქვენ ალბათ ყველაზე უკეთ შეგიძლიათ ახსნათ, რას ნიშნავს ქალისთვის წლების განმავლობაში ციხეში ყოფნა?


_ პატიმრობა ყველას და ყველაფრის გადამეტებული მონატრებაა. შეიძლება ენატრებოდეს ის, რაც არასოდს გინახავს, ანდა მოგენტროს იმ ადგილზე გასვლა, სადაც არასოდეს ყოფილხარ, შემდეგ გამოხვიდე საპატიმროდან და იქ მისვლა აღარც მოგინდეს. პატიმრობა, პირველ რიგში, ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების და იმის მონატრებაა, ვინც უნდა გენატრებოდეს, ვინც პიროვნულად გაიზიარა შენი გრძნობები.


ვინ არის ის, ვინც "რკინის ქალის"გული აგიფორიაქათ?


_ პატიმრობაში "ის" მე ჯერ ოცნებით შევქმენი და მერე რეალურად შევასხი ხორცი, ახლა კი, როცა გარეთ გამოვედი და ის საპატიმროში დარჩა, მონატრება გამიძლიერდა. ყველაზე მეტად მისი მიმართვის - "დოდოშკი" - ნოსტალგია მაწუხებს. ამ, სიტყვასა და მის ხმაში დევს ის ყველაფერი, რის გამოც ასე მენატრება.


_ როგორც ვივი თქვენი პირველი სიყვარული "ის" არ ყოფილა.


_ პირველი სიყვარულიუ ჩემი შვილის მამაა და ამ თემაზე საუბარს ახლაც ვერიდები. მეორე სიყვარული აფხაზეთის ომის შემდგომ მეწვია. ერთი ნახვით შემიყვარდა-მეთქი, რომ გითხრათ, მართალი არ ვიქნები, უბრალოდ ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ მიყვარდა. ყველაფერი საკმაოდ უცნაურ ვითარებაში მოხდა. ვიცოდი მას, რომ ვუყვარდი. ამას მისი საქციელიდანაც ვგრძნობდი. ცდილობდა სადაც ვიყავი, ისიც იქ ყოფილიყო, მაქსიმალური სიამოვნება მოენიჭებინა ჩემთვის - ყვავილის ერთი ტოტის მორთმევა იქნბოდა თუ ფილა შოკოლადი. სიყვარულიც საკმაოდ ორიგინალურად გამომხილა: ვიცი, იმ კატეგორიის ქალებს მიეკუთვნები, ვისთანაც სიყვარულზე ადვილად ვერ ლაპარაკოვბესნ, შეიძლება კადნიერებად ჩამითვალო, მაგრამ ამისთვის დიდი ხანია ვემზადები და ახლა თუ არ გითხარი ვერასდროს გეტყვიო.


და თქვენ რა უპასუხეთ?


_ ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა მაინც ასე ვუპასუხე:არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან ჩემს გულში ვერ გხედავ-მეთქი. 5-8 თვის შემდეგ კი ჩემს გულში მაინც აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ თურმე მყვარებია. ამაზე თვითონვე გავოგნდი და დავფრთხი.


მაინც ვინ იყო თქვენი მეორე სიყვარული?


_ ოო, ეს საიდუმლოა, თუმცა გეტყვით, რომ ის მხედრიონელი კი არა, ოფიცერი იყო. როცა მან ჩემი სამეგობრო ნახა და ჩემი სიყვარულის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა, ბიჭები შუბლშეკვრით შემხვდნენ. ვერ გავიგე რა ემართებოდათ, მაგარმ მერე პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდნენ, რას ჰქვია, ვიღაცამ სიყვარულის თვალით შემოგხედაო. სიყვარულის უფლებას არ მაძლევდნენ. ამაზე ხშირად გვქონდა კამათი, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ დამაპატიმრეს და იმასაც "დავცილდი".


- დოდო გუგეშაშვილს მეტსახელი "მაგნოლია" აფხაზეთის ომის პერიოდში დაარქვეს:


_ ძირითადად თეთრი ტანსაცმელი მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები სულ მეჩხუბებოდნენ, გენიალური სამიზნე ხარო, მაინც ვახერხებდი, სწორედ ამ ფერის სამოსი ცამეხვა. ამასთან დაკავშირებით, ერთხელ სასაცილო ისტორია შემემთხვა: ოჩამჩირეში სოფელ ოხურეიში ბრძოლის დროს, ერთ-ერთ ფლანგზე სერიოზული პრობლემა შეიქმნა. შევკრიბე დამრტყმელი ძალა, 20 კაცი, ჩავუდექი სათავეში და იქეთ გავქანდით. ამ დროს ჩემ გვერდით 3-4 ბიჭი დაიჭირა, მე კი არც ერთი ტყვია მომხვედრია. მითხრეს, ეს ყველაფერი შენი თეთრი პერანგის გამო ხდებაო. თეთრი სამოსით, თეთღი საყურეებით, მაკიაჟით მორთულ-მოპრანჭული ვიყავი და ბიჭებმა მითხრეს, სულ აყვავებული, რომ დადიხარ მაგნოლია ხომ არ ხარო. დაემთხვა - ეს ყვავილი განსაკუთრებით მიყვარს. იგი ჩემთვის სიფაქიზისა და სიწმინდის სიმბოლოა მის უხეშ ფურცლებში უზარმაზარი სინაზეა ჩაქსოვილი და ხანდახან მეშინია ხელი მოვკიდო. გამიხარდა, სწორედ ეს მეტსახელი რომ შემარქვეს.


 

წყარო: სარკე