"ეს ჩემი პირველი გულისტკენა იყო" - მარინა კახიანი

  • სარკე
  • 19 თებერვალი 18:07, 2018 წელი

მარინა კახიანის სამსახიობო გზა ბალეტით დაიწყო და რუსთაველის თეატრში გააგრძელა, თავის შემოქმედებით ცხოვრებაზე მსახიობმა ჟურნალ „სარკესთან" ისაუბრა.

„30 წელს რომ გადავაბიჯე, განვიცდიდი, ამას ჩემი დიდი ტკივილიც დაემთხვა და ამის გამო ასაკის მომატებას უფრო მეტად ვგრძნობდი. ასაკთან შედარებით უფრო დიდი მეგონა თავი, მაგრამ მერე დადგა მომენტი და გავაცნობიერე, რომ ეს ასე არ იყო. დაახლოებით 40 წლის ასაკში მივხვდი, რომ ქალი უფრო მშვენიერი ხდება, 40-ს რომ უახლოვდება. ნელ-ნელა შენი თავის მართვას სწავლობ, რაღაც მომენტში უფრო მოგწონს შენი თავი. შეიძლება ასაკში შესული ქალები უფრო ახალგაზრდულები იყვნენ, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში.


მსახიობი რაღაც პერიოდის შემდეგ იმ როლებს ვეღარ თამაშობ, რომელიც 20 და 30 წლის ასაკში შეგეძლო გეთამაშა. ეს, რა თქმა უნდა, რთულია - სხვათა შორის, დიდი ხნის წინ, დაახლოებით, 35 წლის ვიყავი, როცა რაღაც როლი უნდა შემესრულებინა, მაგრამ ასე ითქვა, რომ რობიკოს უფრო ახალგაზრდა უნდოდა. ეს ჩემი პირველი გულისტკენა იყო", -განაცხადა მსახიობმა.

წყარო: სარკე