ნინი ონიანსა და გუფის რომანი აქვთ?

  • სარკე
  • 14 თებერვალი 11:16, 2018 წელი

მოდელი და ყოფილი ტელეწამყვანი, ნინი ონიანი, ქმარს, ვაჟიკო მახვილაძეს, გაშორდა თუ არა მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ ის და მუსიკოსი გურამ მაკალათია, იგივე გუფი, ერთად არიან.

ამ ჭორს ისიც ამყარებდა, რომ გუფი მეორე ცოლს გაშორდა. აქვს თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას საფუძველი, ამის შესახებ ნინიმ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა.


- ნინი, ალბათ თქვენც იცით გავრცელებული ხმების შესახებ, რომ ქმართან გაშორების შემდეგ გუფის ხვდებით. ეს სიმართლეა?
გუფისთან და სხვა მეგობრებთან ერთად ბორჯომში ვისვენებდი. მასთან ხანგრძლივი მეგობრობა მაკავშირებს და ეს ჭორი სასაცილოა. 17-ის თუ 18 წლის ვიყავი, როდესაც გუფი გავიცანი. ის ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია და სისულელეა, რომ  თითქოს ერთად ვართ.


- ალბათ, ჭორი ისე არ ვრცელდება, რომ მასში სიმართლის მარცვალი არ ერიოს.
- გეტყვით ასეთ რამეს: 18 წლის ვიყავი, როდესაც გუფი გავიცანი და მაშინ ერთმანეთი ცოტახანი მოგვწონდა კიდეც, მაგრამ ეს მოწონება რამდენიმე თვე გაგრძელდა. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ახლო მეგობრობა შევინარჩუნეთ. ამ მეგობრობას არაფრით გავაფუჭებ.


- იმ დროს რატო არ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა როგორც წყვილის?
მაშინ 18 წლის ვიყავი, რა უნდა განვითარებულიყო?


- დღეს არის თქვენ გვერდით ვინმე?
- დღესდღეისობით აბსოლუტურად მარტო ვარ. ვინმეს რომ დავარქვა ჩემი მეორე ნახევარი, ასეთი კაცი ჯერჯერობით არ ჩანს.


თუმცა, არც იმას გამორიცხავთ, რომ მომავალში იყოს ვინმე?
რატომ არ უნდა იყოს?! ჯერ 28 წლის ვარ და მთელი ცხოვრება წინ მაქვს, ამიტომ შეიძლება იყოს ერთიც, ორიც და სამიც. არავინ იცის, მომავალში რა იქნება.

წყარო: სარკე