რუსეთის "მთავარი ქურდის" ტიტულისთვის 5 "ქურდი" იბრძვის და მათგან 4 საქართველოდანაა

  • რეზონანსი
  • 14 თებერვალი 10:40, 2018 წელი

მოსკოვში დიდი კრიმინალური დაპირისპირება იწყება - რუსეთის "მთავარი ქურდის" ტიტულისათვის 5 კრიმინალური ავტორიტეტი იბრძვის და მათგან 4 საქართველოდანაა.

რუსი ექსპერტების შეფასებით, ეს შესაძლოა, "ქურდულ სამყაროში" ახალი სისხლის ღვრისა და მორიგი მასშტაბური დაპირისპირების მიზეზიც გახდეს.


5 კრიმინალური ავტორიტეტი:


ზაქარია კალაშოვი, იგივე "შაქრო კალაშოვი" - ამჟამად 64 წლის კრიმინალური ავტორიტეტი მოსკოვის ციხეში იმყოფება. რუსი ექსპერტების ცნობით, დაპატიმრებამდე სწორედ ის ითვლებოდა კრიმინალური სამყაროს ლიდერად. თუმცა პატიმრობის პერიოდში მისი გავლენა "ქურდულ სამყაროზე" შემცირდა.


გადი სალიფოვი, იგივე "ლოტუ გული" - 45 წლის აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც საქართველოში, დმანისში დაიბადა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის ამჟამად თურქეთში იმყოფება და რეალურად მართავს "ქურდულ შეკრებებს" საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.


ვასილი ხრისტოფოროვი, იგივე "ვასია ვასკრეს" - 45 წლის კრიმინალური ავტორიტეტი რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდიდან. რუსული მედიის ცნობით, იგი კალაშოვის არაოფიციალურ მემკვიდრედ ითვლება.


ედუარდ ასატრიანი, იგივე"ედიკ ტბილისკი" - 50 წლის სომხური წარმოშობის კრიმინალური ავტორიტეტი რომელიც თბილისშია დაბადებული. იგი 2017 წელს გამოვიდა ციხიდან.


ტარიელ ონიანი, იგივე "ტარო" 65 წლის ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი. იგი 2010 წელს დააკავეს რუსი ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. აჟამად რუსეთში კოლონია "შავ დელფინში" იხდის სასჯელს.

წყარო: რეზონანსი