"ახლა აღარაფერი მინდა. ვისთვის?" - გურანდა გაბუნია

  • სარკე
  • 8 თებერვალი 15:31, 2018 წელი

მსახიობმა გურანდა გაბუნიამ „სარკესთან“ ინტერვიუში კარიერასა და მეუღლეზე, ოთარ მეღვინეთუხუცესზე ისაუბრა. 

მსახიბის თქმით, მისი ქმარი ცოცხალი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, პლასტიკური ქირურგიისთვისაც მიემართა.


– ოთარს უყვარდა, როცა მე კარგად გამოვიყურებოდი. არაფერი ენანებოდა ჩემთვის. მოსკოვში გვყავდა მეგობრები, ისინი გვახვედრებდნენ, რაც გვჭირდებოდა – ქურქი, სამკაული… ყველაფერი ჩემთვის უნდოდა, შეიძლება თავისთვის არაფერი შეეძინა, ოღონდ ჩემთვის ეყიდა.


ქალი ასაკის მატებას მტკივნეულად განიცდის. თითოეული ნაოჭი, ერთი ჭაღარა მის განწყობაზე მოქმედებს. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ მისთვის ვცოცხლობდი, მინდოდა, პირველ რიგში მას მოვწონებოდი, მისთვის ვყოფილიყავი ლამაზი და სასურველი. ოთარი რომ ცოცხალი მყოლოდა, შეიძლებოდა პლასტიკური ქირურგიისთვისაც მიმემართა. ახლა აღარაფერი მინდა. ვისთვის? სცენაზე გრიმი ისედაც მიკეთია, – ამბობს გურანდა გაბუნია.

წყარო: სარკე