რომელია იდეალური ადგილი სექსისთვის?

  • funtime.ge
  • 7 თებერვალი 22:11, 2018 წელი

არა, ეს საწოლი არ არის... და ის თითქმის ყველა სახლშია.

საწოლი სიტყვა სექსთან, ალბათ, ყველაზე პირველი ასოცირდება. საწოლში სექსი ყველაზე რბილი და კომფორტულია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალებს, დიდი და კომფორტული საწოლის გარდა, სექსი კიდევ სხვა ადგილას მოსწონთ.



კვლევაში 3 000 ქალი მონაწილეობდა. მათ უპასუხეს შეკითხვებს: როგორ წარმოგიდგენიათ, რომელია იდეალური ადგილი სექსისთვის? პასუხმა მკვლევარების გაკვირვება (და, ალბათ, ჩვენიც) გამოიწვია, რადგან ქალებს სექსი არა სხვა პლანეტაზე, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, კიბეზე მოსწონთ.



რატომ იზიდავთ ქალებს კიბე, ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა, თუკი წარმოვიდგენთ, რომ კიბე შესანიშნავი საშუალებაა სხვადასხვა ველური პოზისთვის, ალბათ, პასუხი დამაკმაყოფილებელია. თანაც კიბეს, როგორც წესი, აქვს მოაჯირი, რაც დამატებითი საშუალებაა სექსუალური პოზებისთვის.



ქალებმა სექსუალურად მიმზიდველ ადგილებს შორის საზოგადო თავშეყრის ადგილები და სექსი სანაპიროზე დაასახელეს.



შეგიძლიათ, ამ კვლევით ისარგებლოთ და საყვარელ გოგოს რომანტიკული შეხვედრა რომელიმე კიბის საფეხურზე დაუნიშნოთ. გააკვირვეთ პარტნიორი!

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge